x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
რა არის „ხორცის წებო“ და რატომ უნდა მოერიდოთ მის შემცველ პროდუქტებს
ბოლო დროს „ხორცის წებოზე“ ბევრს საუბრობენ. ამ ნივთიერებას აქტიურად ეძებენ სხვადასხვა პროდუქტში და დებატები არ წყდება მის გავლენაზე ადამიანის ორგანიზმზე. გავარკვიოთ, რა არის ეს და არის თუ არა ნამდვილად სახიფათო საკვები დანამატი.



image



„ხორცის წებოს“ უწოდებენ ფერმენტს ტრანსგლუტამინაზას, რომელიც ევროპის უმეტეს ქვეყნებში აკრძალულია. ეს ნივთიერება შემასქელებლის როლს ასრულებს, ძეხვს და სოსისს სასურველ ფორმას ანიჭებს, ხოლო იოგურტს და ხაჭოს ნაწარმს - მოცულობას და სტანდარტულ კონსისტენციას.



სახიფათოა თუ არა?

image




ადამიანის ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს ტრანსგლუტამინაზას. მეცნიერები მის ხელოვნურად მიღებას წლების განმავლობაში ცდილობდნენ და წარმატებას 1968 წელს მიაღწიეს. მას შემდეგ ეს ნივთიერება თანდათან შევიდა კვების მრეწველობის სხვადასხვა სფეროში, ძირითად, ხორცის გადამუშავებაში.



ტრანსგლუტამინაზა ადამიანისთვის უსარგებლოა, რასაც მწარმოებლებზე ვერ ვიტყვით. ნივთიერება დაბალი ხარისხის ნედლეულს გადააქცევს მიმზიდველ პროდუქტად. კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით „ხორცის წებოს“ პრობლემების წარმოქმნა შეუძლია. კერძოდ, ტრანსგლუტამინაზას ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს გლუტენის აუტანლობა. ცნობილია, რომ ამ პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და მეცნიერები თვლიან, რომ ამაში დამნაშავეა „ხორცის წებო“.



image



ცნობილია, რომ ტრანსგლუტამინაზას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ნაწლავების ანთება და კანის აუტოიმუნური დაავადებები. თუმცა ამ ნივთიერების მავნებლობის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს. კვლევები გრძელდება და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, აშშ-ში „ხორცის წებო“ დაშვებულია. დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მისი გამოყენება აკრძალულია.



რომელი პროდუქტები შეიცავს „ხორცის წებოს“?

image



ფერმენტმა თავისი „ხალხური“ სახელი მიიღო, რადგან აკავშირებს ცილის მოლეკულებს და ამინომჟავებს. ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგ პროდუქტებში:



იოგურტი და ხაჭოს ნაწარმი

პაშტეტი

ძეხვი და სოსისი

ნახევრად მზა ხორცპროდუქტები

მზა კერძები და გაყინული პროდუქტები

ხანდახან „ხორცის წებოს“ პურცომეულსაც უმატებენ. მართალია, ცხობისას ფერმენტი იშლება და თვისებებს კარგავს.



რა თქმა უნდა, თანამედროვე პროდუქტები შეიცავს უფრო საშიშ კომპონენტებსაც, რომლებიც იმალება უვნებელი სახელებისა და ასოების ქვეშ. მათ შორის არის ნაერთები, რომლებიც იწვევენ კიბოს, ალერგიულ რეაქციებს და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს. თუ ჯანსაღი კვების მომხრე ხართ, უმჯობესია თავი აარიდოთ „ხორცის წებოს“, რადგან ფაქტი, რომ მისი მავნებლობა ჯერ არ არის დადასტურებული, სასარგებლოს არ ხდის.



ასევე დაგაინტერესებთ:

საზამთრო თუ ნესვი - რომელი უფრო სასარგებლოა?

მეცნიერებმა დაასახელეს 11 ყველაზე მკვებავი პროდუქტი, რომლებიც არსებითად სუფთა ენერგიაა

რა არის "ბრინჯხორცი": იაპონელმა მეცნიერებმა ახალი პროდუქტი გამოიგონეს

ოდესღაც ასე აკეთებდა დოკი „უკან მომავალში“: შვეიცარიაში ბანანისგან ენერგიის მიღება ისწავლეს

ზეთისხილში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში



0
188
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
188