x
image
Yoona
Mediator image
ზეთისხილში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზეთისხილში ნაპოვნი ნივთიერება ხელს უწყობს წონის დაკლებას და სისხლში შაქრის დონის შემცირებას. საუბარია ელენოლის მჟავაზე, რომელსაც ზეთისხილი შეიცავს. ამ აღმოჩენამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი საშუალებების შექმნა ჭარბი წონის და მე-2 ტიპის დიაბეტის წინააღმდეგ საბრძოლველად.



image



ჯერჯერობით კვლევა მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა, თუმცა შედეგები იმედის მომცემია. ამ მჟავის მიღების დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ, ჭარბი წონით და დიაბეტით დაავადებულმა თაგვებმა წონაში დაიკლეს და სისხლის შაქრის დონე შეუმცირდათ უფრო მეტად, ვიდრე თაგვებს, რომლებიც ამ ნივთიერებას არ იღებდნენ.



პროფესორ დონგმინ ლიუს გუნდმა ვირჯინიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან დაიწყო დიაბეტის სამკურნალოდ სასარგებლო ბუნებრივი ნივთიერებების ძებნა.




ახალ კვლევაში აღმოაჩინეს, რომ ელენოლის მჟავა, რომელიც გვხვდება ზეთისხილსა და ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთში, ხელს უწყობს ნაწლავებში ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც მადას აკონტროლებენ და ჭარბ კვებას ხელს უშლიან. უფრო იაფი აღმოჩნდა ამ მჟავის მიღება ზეთისხილისგან სხვა ნივთიერების, ოლეუროპინის მიღებით, ვიდრე მისი პირდაპირი ამოღებით.



image



ტესტებმა აჩვენა, რომ თაგვებმა, რომლებიც ამ მჟავას იღებდნენ, წონა დაკარგეს, შაქრის დონე და ინსულინის მიმართ მგრძნობელობა ჯანმრთელი არსების მსგავსი გახდა.



აღსანიშნავია, რომ ზეთისხილში და ზეითუნის ზეთში ელენოლის მჟავის კონცენტრაცია საკმარისად დაბალია, რომ იგივე შედეგს მიაღწიოთ მხოლოდ ამ საკვების მიღებით.



ზეთისხილის სარგებელი

image



ზეთისხილი გვეხმარება არა მხოლოდ სისხლში შაქრის დონის კონტროლში და წონის რეგულირებაში, როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, არამედ აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, რაც დიეტის შესანიშნავ დანამატად აქცევს.



ზეთისხილის კალორიული შემცველობა და შემადგენლობა

საშუალოდ, 100 გრამი ზეთისხილი შეიცავს დაახლოებით 115 კალორიას. 0, 8 გ ცილა, 11 გ ცხიმი, 6 გ ნახშირწყლები, 1, 6 გ უჯრედისი, 8 მგ კალიუმი, 88 მგ კალციუმი, 3, 3 მგ რკინა.



ვიტამინები და მინერალები

ვიტამინი E: აუცილებელია ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად და უჯრედების დასაცავად ოქსიდაციური სტრესისგან.



ვიტამინი K: მნიშვნელოვანია სისხლის ნორმალური შედედებისთვის და ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.



რკინა, სპილენძი, კალციუმი: ეს მინერალები ჰემოგლობინის ფორმირებას ხელს უწყობს, სისხლძარღვების და ძვლების ჯანმრთელობას ინარჩუნებს.



ანტიოქსიდანტებით მდიდარი

ზეთისხილი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს.



გულისთვის სასარგებლოა

ზეთისხილში ჭარბობს მონო უჯერი ცხიმოვანი მჟავები, კერძოდ ოლეინის მჟავა. ეს ცხიმი ორგანიზმში ანთების შემცირებას ხელს უწყობს, გულის და ნაწლავების ჯანმრთელობაზე სასარგებლო ეფექტი აქვს. ოლეინის მჟავა ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და არტერიულ წნევას.



ძვლების ჯანმრთელობას აუმჯობესებს

ზეთისხილის და ზეითუნის ზეთის მცენარეული ნაერთები ხელს უშლის ძვლის დაკარგვას, რითაც ამცირებს ძვლის მოტეხილობის და ოსტეოპოროზის რისკს.



ანთების საწინააღმდეგო თვისებები

ზეთისხილში ნაპოვნ ერთ-ერთ პოლიფენოლს, ოლეოკანტალს აქვს იბუპროფენის მსგავსი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.



ასევე დაგაინტერესებთ:

კიტრი-პომიდვრის სალათა ჯანმრთელობისთვის საშიშია და საქმე ნიტრატებში არ არის

ხმელთაშუა ზღვის დიეტა ხელს უშლის ჰიპერტონიას – კვლევის შედეგები

12 პროდუქტი, რომელიც თქვენს მუცელს ბრტყელს გახდის

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პროდუქტი, რომელსაც შეუძლია კიბოსგან დაცვა

კომპონენტი, რომელიც ბავშვის გონებაზეა პასუხისმგებელი, დედის რძეში იპოვეს

0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
170