კინო "ყველასი გადახდილია-მეთქი!”-სახალისო ისტორია თენგიზ არჩვაძეზე 2024, 3 აგვისტო, 12:24 ![]() ***პოპულარობა მტანჯავს. ქალაქში მცნობენ და ცდილობენ მასიამოვნონ. მე კი უკანმოუხედავად გავრბივარ. ადამიანურად, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ პოპულარობა მაინც იაფფასიან ესტრადას ჰგავს. ***ბაზარში თუ ტრანსპორტში როცა მცნობენ და პატივისცემის გამოხატვა სურთ, თავს უხერხულად ვგრძნობ, მსურს განვერიდო. ***სამარშრუტო ტაქსით რომ ვმგზავრობ ხოლმე, მგზავრობის ფულის გადახდას არ მაცლიან, ხან თავად მძღოლები არ მართმევენ ფულს. განსაკუთრებით უხერხულად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ქალბატონები ამჟღავნებენ მსგავს პატივისცემას. ჰოდა, ერთხელაც, ნასვამმა და საკუთარ თავზე გაჯავრებულმა, თითქოს გამოწვევა მივიღე და სამარშრუტო ტაქსის მთელ შემადგენლობას პატივი ვეცი – “ყველასი გადახდილია-მეთქი!” ამონარიდი "ერთი მსახიობის მონოლოგი-თენგიზ არჩვაძე" 3 აგვისტოს თენგიზ არჩვაძეს 92 წელი შეუსრულდებოდა, შეგახსენებთ, იგი შარშან 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. მსახიობმა მაყურებელს თავი დაამახსოვრა ისეთი კინოროლებით, როგორიცაა: თამაზი ("კეთილი ადამიანები"), იმედა(ხევსურული ბალადა)ვახტანგი ("შეხვედრა მთაში"), ალუდა ("ვედრება"), გიორგი ლოლაძე ("ჯვარცმული კუნძული"), არსაკიძე ("დიდოსტატის მარჯვენა"), მუშნი ზარანდია ("დათა თუთაშხია") და სხვა. 465 3-ს მოსწონს
|