x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსებმა ახალი "მოსკვიჩი -8" წარადგინეს

image

Москвич-ის საავტომობილო ქარხანამ წარმოადგინა ახალი კროსოვერის მოდელი - "მოსკვიჩ-8."
მანქანა პირველად საჯაროდ გამოფინეს ფორუმ-ფესტივალზე „მომავლის ტერიტორია. მოსკოვი 2030"(Территория будущего. Москва 2030 )
ავტომობილის ღირებულების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. შვიდადგილიან კროსოვერს შთამბეჭდავი ზომები აქვს: სიგრძე 4, 824 მეტრი, სიგანე 1, 870 მეტრი და სიმაღლე 1, 756 მეტრი.
image
მანქანას აქვს რადიატორის მასიური ცხაური LED ოპტიკით და ფართო ინტერიერით. იგი აღჭურვილია 174 ცხ.ძალიანი GDI ბენზინის ძრავით შვიდ სიჩქარიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით. გარდა ამისა, კროსოვერს აქვს მრავალი თანამედროვე აღჭურვილობა, მათ შორის ციფრული დაფა, ტელეფონისთვის უკაბელო დამუხტვა, 360 გრადუსიანი ვიდეოკამერების სისტემა და მრავალი სხვა ტექნოლოგიური ფუნქციები.
image
ახალი ავტომობილის საბაზისო ნაწილები დაფუძნებულია ჩინური კომპანიის JAC-ის მოდელზე. ამ შემთხვევაში, ეს არის JAC X8 Plus კროსოვერი, მოდელი, რომლის დებიუტიც ორი წლის წინ შედგა.
image
„მოსკვიჩ 8“ გამიზნულია რუსეთის ბაზარზე ჩაანაცვლოს კორეული მწარმოებლების მსგავსი მოდელები, როგორიცაა Hyundai Santa Fe და Kia Sorento, რომლებიც აღარ მიეწოდება რუსეთს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი მოდელის პირდაპირი კონკურენტები ჩინური მანქანები Chery Tiggo 8 და Geely Okavango იქნებიან.
0
180
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0