საზოგადოებრივი უძველესი რასა და ცივილიზაცია დედამიწაზე 2 აგვისტო, 8:40 დღეს, პლანეტაზე არსებული კლიმატური პრობლემის გამო, მეცნიერები იმაზე დაფიქრდნენ, იყო თუ არა, წარსულში მოწინავე ცივილიზაცია, რომელიც პლანეტაზე, საკუთარი ქმედებებით გამოწვეული, გლობალური დათბობის შედეგად დაიღუპა. ნასას კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა გევინ შმიდტმა (Gavin A. Schmidt) და ასტროფიზიკოსმა და მწერალმა ადამ ფრანკმა (Adam Frank) როჩესტერის უნივერსიტეტიდან, საკითხის შესწავლის შემდეგ, სილურული ჰიპოთეზა წამოაყენა, რომლის მიხედვით, ჩვენი პლანეტის შორეულ წარსულში, — სილურულ პერიოდში (440 მილიონი წლის წინ დაიწყო და დაახლოებით, 30 მილიონი წელი გაგრძელდა), სილურიანების ცივილიზაცია არსებობდა. ეს იყო ჰუმანოიდების რასა, რეპტილიური გარეგნობით, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიებს ფლობდა. ამ რასამ, მილიონობით წლის წინ, სამყარო იმდენად შეცვალა, რომ შეუქცევადი ბუნებრივი პროცესები გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში, მათი ცივილიზაციის განადგურების მიზეზი გახდა. მეცნიერების ამგვარი დასკვნის საფუძველს, «პალეოცენ-ეოცენური თერმული მაქსიმუმის» სახელით ცნობილი, მოვლენა წარმოადგენს, რომელმაც მკვეთრად შეცვალა კლიმატი დედამიწაზე — იმ პერიოდში, პლანეტის საშუალო ტემპერატურა, დღევანდელთან შედარებით, 15 გრადუსით მაღალი იყო. დედამიწის ზედაპირზე არ არსებობდა ყინულის საფარი, ხოლო პოლუსებზე, ტროპიკული კლიმატური პირობები იყო. «არის, თუ არა, ეს მოვლენები არაადამიანური, ინდუსტრიული ცივილიზაციის არსებობის მტკიცებულება?» — კითხულობს ფრანკი სტატიაში, რომელიც მან ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ეს მოვლენები, შეიძლება, ისევე, როგორც დღეს, წიაღისეულის წვით გამოწვეული, ნახშირბადის გამონაბოლქვის ზრდის მიზეზითაც მომხდარიყო (მაგ., ვულკანის ამოფრქვევის და საბადოების აალების შედეგად). საგულისხმო კი ის არის, რომ რაც წარსულში, შეიძლება, ასობით ათასი წლის მანძილზე მომხდარიყო, დღეს 100 წელში ხდება... კვლევის ანგარიშში, მეცნიერები იმასაც განმარტავენ, თუ რატომ ვერ ვპოულობთ დაღუპული ცივილიზაციის კვალს: « თუ ეს ცივილიზაცია მართლაც არსებობდა, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი კვალი არ დარჩენილიყო. უნდა გვახსოვდეს, რომ აღმოჩენილი ნამარხების უმეტესობა, ათასობით და ასობით ათასი წლით არის დათარიღებული და არა მილიონობით. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ იმდროინდელი ჰიპოთეტური ქარხნებისა და შენობების ნაშთები, დღეს მხოლოდ მტვერი იყოს. ეს ცივილიზაცია, დაახლოებით, 100 000 მანძილზე არსებობდა და ამიტომ, მისი ნაკვალევის აღმოჩენა არც ისე მარტივია. უძველეს ქანებში, ასეთი ხანმოკლე მოვლენის მტკიცებულების მოსაძებნად, შესაძლოა, ახალი და სპეციალური კვლევის მეთოდების დანერგვა გახდეს საჭირო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ სპეციალურად არ ეძებთ მას, შეიძლება, ვერც იპოვოთ», — აღნიშნა ფრანკმა. იმ დროს, როცა კაცობრიობა თავისი ქმედებებით, ასე ძლიერ მოქმედებს პლანეტის სტაბილურობაზე, სავსებით ლეგიტიმურია აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენი ცივილიზაცია, შეიძლება, კლიმატის ცვლილების გამო დაიღუპოს... და არსებობს იმის ალბათობა, რომ ასეთი რამ წარსულში, სხვა ცივილიზაციას უკვე დაემართა. არხის სხვა სიახლეები:* როგორ უღალატა ჰიტლერს მისმა უახლოესმა გარემოცვამ* «ეგვიპტის ისტორია» – ნაშრომი, რომელსაც საფუძვლად, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძრის დროს დამწვარი დოკუმენტები უდევს* სტალინის კეთილი საქმეები და ფაქტები, რომლებიც გაგაკვირვებთ* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ640 2-ს მოსწონს
|