საზოგადოებრივი «ეგვიპტის ისტორია» – ნაშრომი, რომელსაც საფუძვლად, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძრის დროს დამწვარი დოკუმენტები უდევს 1 აგვისტო, 9:27 სამეცნიერო კვლევების და სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე მეცნიერების მიერ, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის გარდა, ეგვიპტის ისტორიის შესახებ, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, თავად ეგვიპტელებისგანაც შესაძლებელია. მაგ., ძველეგვიპტელი ქურუმი და ისტორიკოსი მანეთონი (ბერძ. Μανέθων), რომელიც ძვ. წ. აღრ. IV-III საუკუნეებში ცხოვრობდა და ჰელიოპოლისი ტაძარში მოღვაწეობდა, მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ქვეყნის ისტორიის ადრეული პერიოდის შესახებ. ქ. ჰელიოპოლისი, რომელშიც ქურუმი მსახურობდა, ძველ ეგვიპტეში, სამეცნიერო აზროვნების ცენტრად ითვლებოდა და შესაბამისად, მის მთავარ ტაძარში უამრავი დოკუმენტი, პაპირუსი, ფირფიტები იეროგლიფებით და წარსულის სხვა ინფორმაცია ინახებოდა, რამაც მანეთონს, ნაშრომის — «ეგვიპტის ისტორიის» დაწერის საშუალება მისცა. მის მიერ შედგენილი სია შეიცავდა ეგვიპტელი ფარაონების სხვადასხვა დინასტიის ჩამონათვალს და უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ავტორი ამტკიცებდა, ის ორიგინალი დოკუმენტების მიხედვით იყო შედგენილი. მაგრამ, ქურუმის ნაშრომები ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძრის დროს დაიწვა*, ანტიკური სამყაროს სხვა ფასდაუდებელ ხელნაწერთან ერთად და მანეთონის «ეგვიპტის ისტორიიდან», ჩვენამდე, მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტმა მოაღწია, სხვა ისტორიულ წყაროებში, ისიც მხოლოდ ციტატების სახით. «პირველი ადამიანი [ან ღმერთი] ეგვიპტეში — ჰეფესტოსი (ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება, ზევსის შვილი) იყო, რომელიც ეგვიპტეში, ასევე ცნობილია როგორც ცეცხლის აღმომჩენი. შემდეგი იყო ჰელიოსი და მას მოჰყვა კრონოსი, ოსირისი, ტიფონი, ოსირისის ძმა და ბოლოს, — ჰოროსი, ოსირისისა და ისიდას ვაჟი. ისინი ეგვიპტის პირველი მმართველები იყვნენ. ამის შემდეგ, სამეფო ხელისუფლება უწყვეტად, ერთიდან — მეორეზე გადადიოდა, მთელი 13 900 წლის მანძილზე. ხოლო შემდეგ, კიდევ 1 255 წელი, ქვეყანას ღმერთები და ნახევარღმერთები მართავდნენ... 1 817 წლით კი, ხელისუფლება სხვა სამეფო გვარმა მიიღო. შემდეგ ეგვიპტეს, მთელი 1 790 წლის მანძილზე, მემფისის 30 მეფე მართავდა და მათ შემდეგ, კიდევ 10 — 350 წელის მანძილზე. ხოლო შემდეგ, «მიცვალებულთა სულების» მმართველობის ეპოქა დადგა, რომელიც 5 813 წელს გაგრძელდა» — წერდა ქურუმი ქვეყნის ისტორიული წარსულის შესახებ. როგორც ჩანს, ძველ ეგვიპტეში, რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები არსებობდა, ამ ქვეყნის წარსულის შესახებ... და ის ბევრად ახლოს იყო ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ჩვენში ფართოდ გავრცელებული აზრი, ამ უძველესი ქვეყნის წარსულის შესახებ. მაგ., უკანასკნელი კვლევის თანახმად, თანამედროვე ეგვიპტეს ტერიტორიაზე, ცივილიზაცია, მინიმუმ. 90 000 წლის წინ უკვე არსებობდა. გაგრძელება >>> * ოფიციალური მონაცემებით, ბიბლიოთეკას ხანძარი იულიუს კეისრის ეგვიპტური ლაშქრობის (ძვ. წ. აღრ. 48-47 წწ.) დროს გაუჩნდა. მაგრამ, არსებობს უძველესი წყაროები, რომლის მიხედვით, ვიდრე რომაელმა ბიბლიოთეკა გადაწვეს, იქ არსებული ხელნაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი, გემებზე დატვირთეს და იმპერიის დედაქალაქში გაგზავნეს. დღეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ნაწილი ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება, რომელიც ოფიციალურად, 1475 წ. 15 ივნისს დაარსდა. თუმცა, წიგნების შეგროვება წმინდა ქალაქში, ბევრად უფრო ადრე დაიწყეს... ეს ბიბლიოთეკა — ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაცული ობიექტია მსოფლიოში. მას უფრო მეტად იცავენ, ვიდრე ატომურ სადგურებს და გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ იქ ინახება დოკუმენტები კაცობრიობის ჭეშმარიტ ისტორიის შესახებ, რომელიც არა 10 ათას წელს მოიცავს, როგორც ამას ორთოდოქსი ისტორიკოსები ამბობენ, არამედ, სულ მცირე, — ათობით მლნ. წელს და ამის შესახებ, როგორც არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი უძველესი არტეფაქტები, ისე მსოფლიო ხალხების მითები და ლეგენდები მოწმობენ... არხის სხვა სიახლეები:* სტალინის კეთილი საქმეები და ფაქტები, რომლებიც გაგაკვირვებთ* გამოცანები სტანდარტული კითხვებით და არასტანდარტული პასუხებით* თითოეულ ჩვენგანს, თავისი მფარველი პლანეტა, ან ვარსკვლავი ჰყავს... იცით, თქვენი რომელია?* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ188 2-ს მოსწონს
|