x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ღმერთების" ტექნოლოგიები, ანუ რატომ არ არის ბაალბექი ადამიანების მიერ აშენებული?

რა ვიცით სხვა ქვეყნებში არსებულ ისტორიულ ნაგებობებზე? – მხოლოდ ვარაუდები და ჰიპოთეზები. დარწმუნებულნი არა ვართ, მაგ., ეგვიპტელებმა შექმნეს სფინქსი და ააშენეს პირამიდები, თუ, უბრალოდ, დაეუფლნენ მათ, რადგან ეს ძეგლები იმ ტერიტორიაზე იდგა, რომელზეც ეს სახელმწიფო ჩამოყალიბდა?


image


მაგრამ, თუ თუნდაც, თეორიულად, მაგ. ძველი ინდური შედევრების* ხელახლა შეიქმნა, 3D-პრინტერის, ლაზერული ჩარხის და მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებით შეიძლება, რა უნდა ვთქვათ ბაალბექზე?

ისტორიის კურსიდან ვიცით, რომ ეგვიპტეში, პირამიდების ჰიპოთეტურ მშენებლობაში, გამოყენებული იყო, საშუალოდ – 2, 5 ტონიანი და მაქსიმუმ – 15 ტონიანი ბლოკები. მშენებლებს ეს «კუბები», დანიშნულების ადგილამდე, ძლივს მიჰქონდათ და წარმოუდგენელი ძალისხმევით, აჰქონდათ ზევით... და აღარაფერს ვამბობთ, წარმოუდგენელ, მიწისქვეშა კომპლექსებზე, კლდეში ნაკვეთ უზარმაზარი ქანდაკებებზე, სვეტები და კედლის ბარელიეფები და ა. შ.

ახლა კი, ბაალბექის ბლოკები ვნახოთ, რომლის წონა 1000 ტონაა! იმის დაჯერება, რომ მხოლოდ ადამიანებს, ყოველგვარი ტექნიკური საშუალების გამოყენების გარეშე, 2, 5 ტონიანი ბლოკის გადატანა შეეძლო, კიდევ შესაძლებელია. მაგრამ, ბაალბექის მშენებლების იგივე სქემით მუშაობა, ნამდვილად რომ, წარმოუდგენელია და საერთოდ, ასეთი ნაგებობის აშენება, თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი, შეუძლებელია.

ამიტომ, იქნებ ალტერნატიული მეცნიერების მიერ, წამოყენებული კონცეფცია – «უძველესი ღმერთების მშენებლობის» შესახებ, არც ისე შორს არის ჭეშმარიტებისგან? მისი ავტორები ზებუნებრივ ძალებში, მაღალგანვითარებული ცივილიზაციების წარმომადგენლებს გულისხმობენ და პალეოკონტაქტებზე მიუთითებენ.


image


თუმცა, რომ დავფიქრდეთ, არც პალეოკონტაქტების იდეაა მთლად გამართლებული. ვთქვათ, იმ დროს, დედამიწას, მართლაც სტუმრობდნენ უცხოპლანეტელები. მაგრამ, რა მოტივით უნდა დახმარებოდნენ ადამიანებს ასეთი ნაგებობების მშენებლობაში? ან ადგილობრივებს რაში სჭირდებოდათ ასეთი გიგანტური პროექტები? – ალბათ, არაფერში... სავარაუდოდ, ეს ყველაფერი, კაცობრიობის ცივილიზაციის შექმნილი არ უნდა იყოს შექმნილი.

შუმერული ჩანაწერების მიხედვით, წარღვნამდე, ჩვენს პლანეტაზე მაღალგანვითარებული ცივილიზაციები არსებობდნენ, რომლებიც ტექნოლოგიურად ჩვენს ცივილიზაციას უსწრებდნენ. გადმოცემით, ქვისთვის თხევადი თვისების მინიჭება და ბლოკის წონის შემსუბუქების შესაძლებლობა (ანტიგრავიტაციული აპარატი), დაეხმარა მათ, ასეთი უზარმაზარი სტრუქტურების მშენებლობაში. მაგრამ, ამის მტკიცებულება არ არსებობს... და რომც არსებობდეს, ჩვენ მაინც არავინ გვაჩვენებს.


* ინდოეთი — ულამაზესი ქვეყანაა, მდიდარი ისტორიით და უამრავი საიდუმლოებით. განსაკუთრებით კი, აღსანიშნავია მისი საოცარი ტაძრები. ეს ნამდვილი არქიტექტურული შედევრებია, რომლებიც არ ჯდება რომელიმე, კონკრეტულ ჩარჩოში. ქვაში ნაკვეთ ფიგურებზე უამრავი პატარა და საინტერესო დეტალია, რომლის დათვალიერება და შესწავლა, საათობით შეიძლება.

აქ ამ საოცარი ნაგებობების რამდენიმე ფოტოს წარმოგიდგენთ: გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* აფრიკაში უცხო ცივილიზაციის უძველესი ქალაქი და არტეფაქტები აღმოაჩინეს

* ასტრონავტი, რომელიც მარსის მისიაში მონაწილეობდა, საიდუმლოს გათქმის შემდეგ, მოკლეს

* ეს ჩვენი რეალობაა – ორი პანელიანი სახალისო კომიქსები (15 ფოტო)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
409
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0