x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
საშიშია თუ არა ზღვის წყლის გადაყლაპვა?
ყველა კითხულობდა ბავშვობაში ისტორიებს მეზღვაურებზე, რომლებიც კვდებოდნენ ან გიჟდებოდნენ წყურვილისგან შუა ოკეანეში. რამდენად შეედრება რეალურ მდგომარეობას?



image



ყველამ იცის, რომ ზღვის წყალი სასმელად უვარგისია. რა შეიძლება ვთქვათ მისი მცირე რაოდენობის გადაყლაპვაზე, მაგალითად, რამდენიმე ყლუპის დალევაზე? ინტერნეტში ყველაზე წინააღმდეგობრივი მოსაზრებები შეგიძლიათ იპოვოთ.



image




ზოგი თვლის, რომ ზღვის წყალი სტერილურია და რაიმე ცუდით დაინფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. დაახლოებით იგივე სიხშირით შეიძლება შეგვხვდეს მოსაზრებები, რომ ზღვის წყალი ხშირად ხდება მიკროორგანიზმების გამრავლების ადგილი, რომლებიც იწვევენ ტიპურ ზღვის დაავადებებს - როტავირუსულ გასტროენტერიტს. დაინფიცირება ხდება ზღვის წყლის გადაყლაპვისას. ამის შემდეგ მიკრობი ორგანიზმში რამდენიმე დღე მიძინებულია და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მისი დესტრუქციული მოქმედება.



image



როგორია რეალობა? ამის შესახებ კომენტარს აკეთებს ანტონი რიაბოვი, მიკრობიოლოგი. მისი თქმით, ზღვის წყლის გადაყლაპვა სასიკვდილო არაა, მაგრამ რისკს შეიცავს.



„საინტერესოა, როგორ წარმოიქმნება სიცოცხლე ზღვაში, თუ ზღვის წყალი თავად ახდენს დეზინფექციას?“ - კითხულობს ექსპერტი. შემდეგ ამბობს, რომ ზღვის წყალი შეიცავს ბევრ ბაქტერიას, ვირუსს და ყველა ზოლის სხვადასხვა მიკროსკოპულ ცოცხალ არსებას. უბრალოდ 24 გრადუს ცელსიუს ტემპერატურამდე მიკრობები ძალიან აქტიურად არ მრავლდებიან, ამიტომ მათი კონცენტრაცია მცირეა და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში არ არის. მაგრამ რამდენიმე თბილი ზღვის წყლის გადაყლაპვის შემდეგ არსებობს შანსი, რომ დარჩენილი შვებულება დიარეასთან ბრძოლაში გაატაროთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ უმკლავდებიან სიცხეს ქვეყნებში, სადაც ზაფხულში ყველაზე მაღალი ტემპერატურაა

27 მიზეზი, რატომ უნდა აიღოთ ადგილი ფანჯარასთან თვითმფრინავში

იცით, რატომ არ შეიძლება შხაპის მიღება და ჭურჭლის რეცხვა ჭექა–ქუხილის დროს?

იცით, რატომ არ შეიძლება დაბანა, როცა სარეცხი მანქანა ჩართულია

იცით, რატომ არ იყენებენ ამერიკელები ელექტროჩაიდანს?



0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
102