x
image
Yoona
Mediator image
Mediator image
1600 ევრო და ორი ბოთლი ვისკი - როგორ იყიდა adidas-მა 3 ზოლის უფლება
1916 წელს ჰელსინკის ცენტრში გამოჩნდა მცირე სახელოსნო სახელწოდებით Ab Sportartiklar Oy. აქ იყიდებოდა ფინური არყისგან დამზადებული თხილამურები, თხილამურის ჯოხები და სხვა აღჭურვილობა. მისი მსუბუქი წონა და მოქნილობა სპორტსმენებს უპირატესობას ანიჭებდა ტურნირებში - ჯერ ფინეთში, შემდეგ საზღვარგარეთ. 1917 წელს ფინელმა მოთხილამურემ ჰანეს კოლემაინენმა ამ აღჭურვილობით მოიგო შეჯიბრი აშშ-ში.



image


image



Ab Sportartiklar Oy-ის ნივთებზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. 1920-იან წლებში ბრენდმა შეცვალა სახელი Karhu-ზე, რომელიც უფრო გასაგები იყო. ფინურად ნიშნავს „დათვს“ (კომპანიის პირველ ლოგოზე გამოსახული იყო დიდი ყავისფერი დათვი თხილამურებზე).




image



მალე „კარჰუ“ გახდა ფინეთის ოფიციალური მიმწოდებელი ოლიმპიადაზე. ფინელმა მორბენალმა პაავო ნურმიმ „კარჰუს“ აღჭურვილობით მოიგო 9 ოქროს მედალი 1920 წელს ანტვერპენის თამაშებზე და 1924 წელს პარიზის თამაშებზე. უფრო მეტიც, 1932 წლის ოლიმპიადაზე ლოს-ანჯელესში „კარჰუს“ თანამშრომლებმა (მატი იარვინენი და ლაური ლეჰტინენი) 2 ოქროს მედალი მოიგეს. იმ დროს კომპანიას ჰქონდა თანამშრომლების დაჯილდოების სპეციალური სისტემა შესვენების დროს ვარჯიშისთვის.



მეორე მსოფლიო ომის დროს „კარჰუ“ ფინეთის ჯარისთვის აწარმოებდა კამუფლაჯის ფორმებს, კარვებს, ჩექმებს, ზურგჩანთებს და თხილამურებს.



image



1952 წელი „კარჰუსთვის“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ჰელსინკიში ოლიმპიურ თამაშებზე ფინელები დომინირებდნენ (15 ოქროს მედალი), ბრენდი Karhu სულ უფრო პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში. მათი ფეხსაცმელი ასე გამოიყურებოდა (იხილეთ ფოტო ზემოთ) - რამეს ხომ არ გახსენებთ?


მალე მათზე გავიდა ადი დასლერი.



image



1936 წელს ბერლინმა უმასპინძლა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოლიმპიადას. მისი მთავარი გმირი იყო შავკანიანი სპორტსმენი ჯესი ოუენსი, რომელმაც მოიპოვა 4 ოქროს მედალი რბოლაში, ადოლფ ჰიტლერის თვალწინ. ადი დასლერი რბოლას ტრიბუნიდან უყურებდა და, ალბათ, აღფრთოვანებული იყო: ოუენსი მისი კომპანიის შიპოვკით დარბოდა.



პრობლემა იმაში იყო, რომ თუნდაც ვინმეს მოეგო adidas-ის ფეხსაცმლით, ამას ვერავინ მიხვდებოდა. დასლერის ფეხსაცმელს არ გააჩნდა გამორჩეული ვიზუალური ნიშნები. ტრიბუნიდან ან ფოტოებიდან ექსპერტიც ვერ არჩევდა, სპორტსმენს ადიდასი ეცვა თუ არა.



ერთ დღეს დასლერი მივიდა ქარხანაში დაუმთავრებელი ფეხსაცმლის ნიმუშების დასათვალიერებლად. მაშინ უკვე მოფიქრებული ჰქონდათ გვერდითი ტყავის ზოლები, რომლებიც ისმებოდა შიპოვკებში ტერფების დასაფიქსირებლად. მათ ღებავდნენ იმ ფერში, როგორც ბოტასის დანარჩენ ნაწილს. მაგრამ იმ დღეს დასლერმა დაინახა სპორტსმენები, რომელთაც დაუმთავრებელი ბოტასები ეცვათ. ზოლები მათ ფეხსაცმელზე იყო თეთრი და შესამჩნევი. დასლერი მიხვდა: ეს ზუსტად ის არის, რაც სჭირდება. ახლა მისი ფეხსაცმელი შორიდან ჩანს.



image



ადიმ გადაწყვიტა, რომ ზოლების იდეალური რაოდენობა იყო სამი, მაგრამ დიზაინს სამი ზოლით უკვე იყენებდა „კარჰუ“. ფინელებისთვის 1952 წლის სუპერ წარმატებული ოლიმპიადის შემდეგ დასლერმა „კარჰუს“ წარმომადგენლები მიიწვია ფრანკფურტში სპორტულ ბაზრობაზე. იქ შესთავაზა სამი ზოლის გამოყენების უფლების გაყიდვა. ფინელები დათანხმდნენ სასაცილო კომპენსაციაზე - 2 ბოთლი ვისკი და თანხა, რომელიც დღევანდელი კურსით 1600 ევროს შეადგენდა.



გამონაგონ ამბავს ჰგავს, მაგრამ ამის შესახებ დაიწერა Karhu-ს ოფიციალურ ბლოგში და adidas-ისა და Puma-ს შესახებ ცნობილ წიგნში „Pitch Invasio“. ასე დასლერმა სამუდამოდ გადაჭრა ადიდასის პროდუქტების იდენტიფიკაციის პრობლემა.



image



ბრენდი Karhu დღემდე ცოცხალია. ახლა არ არის ისეთი პოპულარული, როგორც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, მაგრამ ფინელები დღემდე კერავენ ბოტასებს.



image



დიახ, ფინელი ოლიმპიელები Karhu-ის აღჭურვილობით აღარ ასპარეზობენ, მაგრამ მათი ბოტასი აცვია კანიეს. გამოდის, ყველაფერი არც ისე ცუდად არის, თუნდაც ყველა დროის ყველაზე ცუდი გარიგების შემდეგ.



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ დაკარგო სამსახური და გახდე მილიონერი ან „ხრიკების გამანადგურებლის“ ჰაბი ლეიმის ისტორია

მილიონერი ჰიუგო ოუენსის წარმატების ისტორია, რომელიც სხვისი ბარგებით გამდიდრდა

გაქურდვიდან წარმატებულ ბიზნესამდე: არასტანდარტული ბიზნეს იდეის ისტორია

ცნობილი საღეჭი რეზინა Love is გასაოცარი სიყვარულის წყალობით შეიქმნა

წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდე


0
318
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
318