x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ვერაფრით ვმუშაობდი იპოლიტე ხვიჩიასთან. დავინახავდი თუ არა, სიცილი მიტყდებოდა"
image

“რეზიკოს" გმირის შემსრულებელს დიდხანს არჩევდნენ. სინჯებზე როცა მივედი, უკვე 10-მდე ბიჭი ჰყავდათ შერჩეული. ისეთი კარგი ბიჭები იყვნენ, სიმართლე გითხრათ, შევშინდი. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ მეჯობნა მათთვის. როლის მიღება იგივეა, რაც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების ჩაბარება.


სამხატვრო საბჭომ დაამტკიცა, რომ სინჯები “მამასთან"- იპოლიტე ხვიჩიასთან, “დედასთან" - მარინე თბილელთან და “ბებიასთან" - სესილია თაყაიშვილთან ერთად უნდა გადამეღო. რეჟისორს რეზიკო ოჯახის ყველა წევრთან ერთად უნდა ენახა.


image


სინჯების დროს კურიოზი ის იყო, რომ ვერაფრით ვმუშაობდი იპოლიტე ხვიჩიასთან. დავინახავდი თუ არა, სიცილი მიტყდებოდა. ისეთს არაფერს აკეთებდა, მაგრამ მისი ნებისმიერი ქმედება, თუნდაც ჟესტებით, ჩემში ხარხარს იწვევდა. მის ჩვეულებრივ საუბარშიც კი, რაღაც კოსმოსური იუმორი იგრძნობოდა. ამაზე რეჟისორი ძალიან ბრაზდებოდა. თუ კადრში მხოლოდ მე ვჩანდი, იპოლიტე ისეთ რეპლიკას მესროდა, მაშინვე სიცილი მივარდებოდა. იპოლიტე კი ამბობდა: “რა ვქნა, რა ჩემი ბრალია? მე ჩვეულებრივად ვსაუბრობ, ამ ბიჭს კი რა აცინებს? თავი უნდა მოვიჭრა, რა არის ჩემი ცხოვრება, დავილაპარაკებ თუ არა, ყველა ხარხარებს!"

საბოლოოდ როლზე დამამტკიცეს.

ფილმმა გამოსვლისთანავე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა".

მერაბ თავაძე.


დღეს 29 ივლისს მსახიობსა და რეჟისორს, მერაბ თავაძეს დაბადებიდან 72 წელი შეუსრულდა.





0
314
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0