x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უნდოდა თვითმკვლელობა ლამაზად გამოსულიყო,მაგრამ სცენარი სულ სხვაგვარად წარიმართა
image1944 წლის 13 დეკემბერს მექსიკური წარმოშობის ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ლუპე ველესმა, რომელიც მაშინ 36 წლის იყო, გადაწყვიტა თვითმკვლელობა.


როგორც შემოქმედებითი პროფესიის ადამიანმა, დიდების მწვერვალზე მყოფმა მან მოიფიქრა სიკვდილისთვის ლამაზი სცენარი.


თავის საწოლს გარშემო ცოცხალი ყვავილები შემოავლო, უკანასკნელად იბანავა, ჩაიცვა საყვარელი ცისფერი ნეგლიჟე, შემდეგ კი ნელ-ნელა დალია წინასწარ მომზადებული ძვირადღირებული კონიაკი, რომელშიც საძილე აბების სასიკვდილო დოზა იყო გარეული და მდიდრულ საწოლზე დაწვა სიკვდილის მოლოდინში. თუმცა, ყველაფერი სცენარის მიხედვით არ წარიმართა.


რამდენიმე წუთის შემდეგ სხეულს ბუნებრივი რეფლექსი დაეწყო მოწამვლაზე, რის გამოც უკონტროლო ღებინება დაეწყო. როგორც მისი ლამაზი პერანგი, ასევე მისი საწოლის ქვეშ იატაკი ამოღებინებული მასით გაივსო.


ლუპე საწოლიდან წამოხტა, ყვავილები აქეთ-იქით მოფანტა და სწრაფად შევარდა აბაზანაში.


იქ ის კუჭის შიგთავსიდან ამოღებულ მასაზე გაცურდა და თავი ეგვიპტურ ონიქსის უნიტაზს დაარტყა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო.


ბოლოს მოასწრო უნიტაზის წინ დაჩოქება, მაგრამ შემდეგ გონება დაკარგა და საკუთარ ამონაღებმა მასამ ჩაახრჩო. ის ტუალეტში თავდამხობილი იპოვეს.

image


რა იყო თვითმკვლელობის მიზეზი?



1940-იანი წლების დასაწყისში მან გააჩაღა რომანი ახალგაზრდა მსახიობ ჰაროლდ მარაშთან, რომელისგანაც საბოლოოდ დაორსულდა. მკაცრ კათოლიკურ ტრადიციებში გაზრდილი, იგი არ დათანხმდა აბორტის გაკეთებას და უკანონო შვილის გაჩენის გამო შერცხვენის შიშით, გადაწყვიტა თვითმკვლელობა.


1944 წლის 13 დეკემბერს მან საღამო რესტორანში გაატარა თავის დიდი ხნის მეგობართან, მსახიობ ესტელ ტეილორთან ერთად, რის შემდეგაც სახლში დაბრუნდა და საძილე აბების გადაჭარბებული დოზა მიიღო. თვითმკვლელობის წინ წერილში იგი წერდა ჰაროლდს: "ღმერთი გაპატიებს და მეც მაპატიებს; მირჩევნია, ჩვენს პატარასთან ერთად წავიდე ამ ცხოვრებიდან, სანამ მას სირცხვილით მოვავლინებ ამქვეყნად - ლუპე."




ბევრმა სკეპტიკოსმაც გამოთქვა თავისი მოსაზრება მის სიკვდილთან დაკავშირებით. ცნობილი იყო, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მსახიობი ხშირად განიცდიდა უმიზეზო შფოთვას და დეპრესიას. შესაბამისად, გაჩნდა ვარაუდი, რომ ველესს ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა, რომელმაც მკურნალობის გარეშე საბოლოოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. გვადელუპე ველესი ხომ ცნობილი იყო თავისი საკმაოდ მსუბუქი ყოფაქცევით, ასევე მრავალრიცხოვანი რომანებით, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას უკანონო შვილის გაჩენის გამო მოეკლა თავი.


image

ფოტოზე :გვადალუპე ველესი ერთხელ იყო გათხოვილი ჯონი ვაისმიულერზე-ლეგენდარული "ტარზანის" როლის შემსრულებელზე


ლუპე ველესი დაკრძალეს როტონდაში- გამოჩენილ პირთა პანთეონში მეხიკოში, კინოში შეტანილი წვლილისთვის მსახიობს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

image

0
249
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0