x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ენოხ ბრაუნის სკოლაში
image

260 წლის წინ 1764 წლის 26 ივლისს ენოხ ბრაუნის სკოლაში მოხდა ხოცვა-ჟლეტა -ეს იყო პონტიაკის ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინციდენტი, რომელიც მოხდა ბრიტანეთის პროვინცია პენსილვანიაში (დღევანდელი შეერთებული შტატები).


ოთხი დელავერი-ინდიელი შეიჭრა სკოლაში. სკოლის დირექტორი ენოხ ბრაუნი ცდილობდა დაეყოლიებინა ისინი, რომ ბავშვებს არ შეხებოდნენ მაგრამ იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს და სკალპი ააძრეს.


ამის შემდეგ ინდოელი მეომრებბი ბავშებს დაერივნენ. ცხრა ბავშვი ტომაჰავკებით აჩეხეს და სკალპი ააძრეს. კიდევ ორი ​​ბავშვი დაჭრეს და ასევე სკალპირება ჩაუტარეს, თუმცა გადარჩნენ, ოთხი ბავშვი ტყვედ აიყვანეს. ერთი დღით ადრე ინდიელები გზაზე ორსულ ქალს, სახელად სუზან კინგ კანინგემს( (Susan King Cunningham) გადაეყარდნენ. სასიკვდილოდ სცემეს, სკალპი ააძრეს და ბავშვი მუცლიდან ამოკვეთეს.


image

მშობლიურ სოფელში დაბრუნების შემდეგ თანატომელებს აჩვენეს თან წაღებული სკალპები, ჯგუფის წევრებს უხუცესებმა ლაჩრები უწოდეს ბავშვებზე თავდასხმის გამო.[ამას შეესწრო ინდიელების მიერ ტყვედ ჩავარდნილი ჩამოსახლებული.)


ახალმოსახლეებმა ენოხ ბრაუნი და სკოლის მოსწავლეები საერთო საფლავში დაკრძალეს. 1843 წელს საფლავები გათხარეს იმის დასადასტურებლად, რომ ცხედრები ისევ იქ იყო.


1885 წელს მიმდებარე ტერიტორიას ენოხ ბრაუნის პარკი ეწოდა და საფლავზე მემორიალი აღმართეს.

image

შედეგები


ამ და მსგავსმა ინციდენტებმა პენსილვანიის გენერალური ასამბლეა და გუბერნატორი ჯონ პენი აიძულა დაბრუნებოდნენ სკალპის სისტემას, რომელიც არსებობდა ფრანგების და ინდიელების 9 წლიანი ომის დროს.მტრულად განწყობილი ინდიელის სკალპის სანაცვლოდ ახალმოსახლეს შეეძლო მიეღო 134 დოლარი კაცისთვის ხოლო 50 დოლარი ქალისთვის.

0
222
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0