x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს მოღალატე მანიაკი რუსეთის ჯარებს იწვევს საქართველოს დასაპყრობად"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის "რუსთავი2" - ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "მოღალატე მანიაკს" უწოდებს:


"ეს განცხადება აქვს ახლა ატაცებული რუსეთის ყველა საინფორმაციო საშუალებას. ეს შეშლის მიერ დაქირავებული მოღალატე მანიაკი, ფაქტიურად, არჩევნებში წაგების შემთხვევაში, რუსეთის ჯარებს იწვევს საქართველოს დასაპყრობად, რათა არ გაიხსნას თურმე მოსკოვის წინააღმდეგ მეორე ფრონტი."- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ხელისუფლებაში, მაგალითად ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, გარანტიას გაძლევთ, არა თუ 2, 3 და 4 თვეში, დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი, ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, საზოგადოებამ იცის ინფორმაციის ნახევარზე ბევრად ნაკლები, რადგან ხელისუფლება ბევრ რამეს უფრთხილდება.


„ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ ბევრ რამეს. სამწუხაროდ, სხვები არ უფრთხილდებიან ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ, ამის გამო გარკვეული ინფორმაცია არ გამოგვაქვს საჯაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარესაც გვაქვს საპირწონედ სერიოზული პრობლემები, მაინც მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ გარკვეულ მოცემულობებს, ურთიერთობებს და ამის გამო ჩვენ გვიწევს, არ გავასაჯაროოთ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის გარკვეულ შეხვედრებთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.










0
379
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
379