საზოგადოებრივი რა დაემართათ ადოლფ ჰიტლერის შვილებს? 26 ივლისი, 12:02 ბევრი თვლის, რომ ადოლფ ჰიტლერს შვილები არ ჰყავდა, რადგან ფიურერს სისხლის აღრევის ეშინოდა. მაგრამ, ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, ყველაფრის მიუხედავად, მან შთამომავლობა მაინც დატოვა. თუმცა, მის ბიოგრაფიაში, ეს დოკუმენტურად, დადასტურებული არ არის. როგორც ამბობენ, ჰიტლერს უამრავი საყვარელი ჰყავდა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში, ფიურერის შვილების შესახებ, სულ ახალი და ახალი ფაქტები ხდებოდა ცნობილი. პირველი შვილი ახალგაზრდობის წლებში, ჰიტლერს მოკლე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა გერმანელ ჰილდა ლოკამპთან. არსებობს ინფორმაცია, რომ ქალი მისგან დაფეხმძიმდა და ვაჟი გააჩინა. ბიჭის სახელი და მისი შემდგომი ბედი ცნობილი არ არის. არაღიარებული ვაჟი მოგვიანებით, როდესაც ჰიტლერი საფრანგეთში მსახურობდა, მას ურთიერთობა ადგილობრივ ქალბატონთან ჰქონდა. წლების შემდეგ, მას ახალგაზრდა მამაკაცი, ჟან–მარი ლორე* დაუკავშირდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი შვილი იყო. მაგრამ ჰიტლერმა ის არ აღიარა. ამერიკელი ვაჟი გერმანიის ფიურერის შესაძლო შვილებიდან, მხოლოდ ერთმა ადამიანმა შეძლო, ჰიტლერთან საკუთარი ნათესაობის, ასე თუ ისე, დამტკიცება. ჰიტლერის ერთადერთ ოფიციალურ შვილად, ვერნერ შმიდტი ითვლება, რომელიც მას, საკუთარ დისშვილთან, ანგელიკა (გელი) რაუბალთან შეეძინა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გელი ჰიტლერის ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო. ვერნერს კარგად ახსოვს მამა. ის 1929 წ. ბერლინში დაიბადა და 1931 წლამდე, დედასთან ერთად ცხოვრობდა. ხოლო, მისი თვითმკვლელობის შემდეგ, მასზე ძიძები და გუვერნანტები ზრუნავდნენ, რომლებსაც ხელფასს ჰიტლერი უხდიდა. ფიურერი შვილის სანახავად თვეში ერთხელ მიდიოდა, ხან კი, უფრო ხშირადაც. ხოლო, მათი ბოლო შეხვედრა 1940 წელს შედგა. მამამ შვილს უთხრა, რომ ომი მიმდინარეობდა და მის სანახავად ვეღარ მივიდოდა. მას შემდეგ, მას მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდა. 1944 წ. ბიჭი საფრანგეთში გაგზავნა, რადგან ხვდებოდა, რომ ყველაფერი დასასრულისკენ მიდიოდა... 1951 წ. ვერნერი საცხოვრებლად აშშ–ში გადავიდა, სადაც წლების მანძილზე, მამის ვინაობას მალავდა. მოგვიანებით კი, მან ეს ფაქტი აღიარა და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ჰიტლერის ერთადერთი მემკვიდრე იყო. ექსპერიმენტული ბავშვები ჰიტლერის ერთ–ერთ საიდუმლო პროექტი «ტორი» იყო, რომლის ფარგლებში, ჰიტლერი ნამდვილი არიელების გამრავლებას გეგმავდა. ამისთვის კი, გერმანელი და ნორვეგიელი გოგონების განაყოფიერება მოხდა მისი სპერმით. შედეგად, სამეცნიერო ლაბორატორიაში, ქვეყანას 20 ბავშვი მოევლინა. ხოლო, როდესაც ევაკუაცია გახდა საჭირო, პატარები ღარიბ ოჯახებში გააშვილეს... * კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ჰიტლერს მართლაც ჰყავდა შვილი, რომელიც, ჯერ კიდევ I მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთში დაიბადა. როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, «ეს კავშირი ეჭვგარეშეა. Y-ქრომოსომები აბსოლუტურად იდენტურია». გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ხელნაწერი, რომელიც საუკუნეზე მეტია მოსვენებას არ აძლევს მეცნიერებს... ამაზონის ჯუნგლებში გაკეთებული აღმოჩენა* უცხოპლანეტელების მთავარი უძველესი კოსმოდრომი ჩვენს პლანეტაზე* ნუ განსჯით, ღმერთმა უკეთ იცის... (იგავი)* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?870 1-ს მოსწონს
|