x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ანა სედოკოვამ კოლექციას მორიგი კაცი შეჰმატა
image

როგორც ჩანს, მომღერლის პირადი ცხოვრება კვლავ აეწყო კალათბურთელ იანის ტიმასთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, არცაა გასაკვირი, ანა სედოკოვას მორიგი კაცის შოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება.



ალბათ ანა სედოკოვაც დაიღალა იანის ტიმასთან გართულებული ურთიერთობით და გამომწერების მოტყუებით, რომ წყვილი ხან ვითომ შერიგდება, ხან შორდება და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იფანტებიან, შემდეგ აჩვენებს შერიგების ემოციურ კადრებს, შემდეგ კვლავ იბუტებიან და სოციალურ ქსელში ერთმანეთს "ლაიქებს" აღარ უწერენ.


მოკლედ, სედოკოვას და მისი კალათბურთელი ქმრის ურთიერთობიდან ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი და ისიც საბოლოოდ ჩამოიშალა.



ახლა ანა ირწმუნება, რომ გაიცნო ახალი სიყვარული, სახელად პეტია ბოგდანოვი.

image


და მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი ენები ამბობენ, რომ ასეთი ბიჭები კი არ ქორწინდებიან, არამედ თხოვდებიან, მომღერლის თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება


მანამდე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, 42 წლის ანა სედოკოვა შესანიშნავ ფორმაშია და ბუნებრივია, რომ მისი პირადი ცხოვრება თავისთავად ჯერჯერობით ყოველთვის დალაგდება.


უბრალოდ შეხედეთ ანას "შიშველ" კომბინეზონში, რომელიც სულ ახლახან ანტალიაში კონცერტის დროს ეცვა.

image


შეგახსენებთ, უკრაინელი მომღერლის და ტელეწამყვანის, ანა სედოკოვას მუსიკალური კარიერა 2002 წელს იწყება, იგი გახდა პოპ მუსიკალური გოგონათა ჯგუფ Nu Virgos-ის წევრი, რომელიც დსთ-ს ქვეყნებში ცნობილი გახდა როგორც „ВИА Гра" იგი იყო

ე.წ. პირველი "ოქროს შემადგენლობაში ვერა ბრეჟნევასთან და ნადეჟდა გრანოვსკაიასთან ერთად, სწორედ ამ შემდგენლობამ მოიპოვა ყველაზე დიდი პოპულარობა ისეთი სინგლებით, როგორიცაა "Stop! Stop! Stop!", "Биология", "Убей мою подругу", "Океан и три реки" და სხვა.


2006 წელს დაიწყო სოლო კარიერა. იგი უშვებდა სინგლებს, ხოლო მისი ალბომი Lichnoe გამოვიდა 2016 წელს და კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდა.

image

ანა სედოკოვა სამჯერ იყო ოფიციალურად გათხოვილი(2004-2006);(2011-2013) და (2019-2024) და სამჯერ ჰყავდა ოფიციალური საყვარელი, ჰყავს სამი შვილი-ორი ქალიშვილი ქმრებისგან და ვაჟი საყვარლისგან.


პეტია ბოგდანოვი რიგით #4 საყვარელია.

0
401
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0