სხვა ვარსკვლავების 9 უცნაური დიეტა, რომელიც საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ მისი გამოცდა მაინც არ ღირს 24 ივლისი, 20:35 ძნელი სათქმელია, რომელ დროს არ ცდილობდნენ გასახდომად იდეალური ფორმულის პოვნას. საოცნებო ფორმების მიღება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებსაც სურდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის სურდა ამისთვის კოლოსალური ძალისხმევის გაღება. ასე მოვიდა დიეტის თაყვანისცემა. ბრინჯის, ცილოვანის, ვაშლის, კეფირის, თევზის - ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. თითოეულს თავისი მიმდევარი ჰყავს, თუმცა არცერთი მათგანი არ არის აღიარებული 100%-ით ეფექტურად.
ცნობილი სახეებიც არ ჩამორჩებიან და ფორმის შესანარჩუნებლად იყენებენ საკუთარ დიეტებს და ხრიკებს, რომელთა შესახებ შესაძლოა გაგონილი არც გქონდეთ. გაფრთხილებთ, გახდომის ყველა მეთოდი, რომელსაც ამ პუბლიკაციაში ნახავთ, ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება იყოს. გსურთ გახდომა? დაიკელით გონივრულად! რენე ზელვეგერი იკლებს ყინულის კუბებით თუ რენე ზელვეგერს სწყურია, წყალს სვამს, თუ შია, წყალს ჭამს. ცნობილი ბრიჯიტ ჯონსის როლის შემსრულებელი მსახიობი ყოველთვის არ არის კმაყოფილი მისი გარეგნობით. მადის დასათრგუნად ყინულის კუბებს იყენებს. მათ ღეჭავს და ამით ორგანიზმს ატყუებს. არ ვფიქრობთ, რომ ეს სასარგებლოა. ჯენიფერ ლოპესი ფორმას ინარჩუნებს გრეიპფრუტის ზეთით ჯენიფერ ლოპესი მაჯაზე წვეთ გრეიპფრუტის ზეთს ისვამს. ასე ორგანიზმის მოტყუებას ცდილობს. როდესაც მადა იპყრობს, ეთერზეთის სურნელს ისუნთქავს და წარმოიდგენს, რომ შოკოლადის ფილა შეჭამა. ჭარბ ბრძოლასთან ბრძოლის საეჭვო და აშკარად სახიფათო მეთოდია. კელი ოსბორნი იკლებს თეფშის ფერის წყალობით როდესაც დიდი და საშინელი ოზი ოსბორნის ქალიშვილს წონაში დაკლება სჭირდება, დიეტაში არაფერს ცვლის. თეფშის გარდა. კელი თვლის, რომ წონის დაკლება შეიძლება კონტრასტული ფერების ჭურჭლის გამოყენებით. მაგალითად, ხორცს ჭამს თეთრი თეფშიდან, მწვანილს წითელი თეფშიდან, სპაგეტს შავი თეფშიდან. გოგონა იცავს კვლევის მონაცემებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაყრებისთვის საჭირო საკვების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება, თუ კონტრასტული ჭურჭლიდან მიირთმევთ. ლედი გაგა ვისკის დალევით ზედმეტ კილოგრამებს იკლებს არ გაიმეოროთ ლედი გაგას მეთოდი, რადგან შეიძლება საშიში იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის! მომღერალი აღიარებს, რომ ზედმეტი კილოგრამების სწრაფად დასაკლებად ჭიქა ვისკს სვამს, ნაბახუსევს ელოდება და მიდის სავარჯიშო დარბაზში, რომ კარგად გაოფლიანდეს. მუშაობს თუ არა მეთოდი და როგორ, უცნობია. რიზ უიზერსპუნი ზრდასრულთა კვებას ბავშვის კვებაზე ცვლის როდესაც რიზ უიზერსპუნი თვლის, რომ რამდენიმე კილოგრამი მოიმატა, მაშინვე უარს ამბობს ჩვეულ დიეტაზე და ბავშვთა კვებაზე გადადის. საუბარია არა ულუფების ზომაზე, არამედ პროდუქტებზე, რომლებიც პატარა ქილებში იყიდება. ჩვილის საკვებს ნაკლები კალორია აქვს, ჰიპოალერგიულია და ზედმეტი ჭამა გამორიცხულია. ზოი კრავიცი თიხის დიეტას იცავს კოვზი თიხა ნებისმიერი ჭამის წინ ზოი კრავიცის იდეალური ფიგურის საიდუმლოა. ბუნებრივია, თიხა უჩვეულო არ არის, არამედ სპეციალური, გაწმენდილი და უსაფრთხო. თუ მას მშენებლობაში გამოყენებადი თიხით ჩაანაცვლებთ, ტყვიით და დარიშხანით სერიოზულად შეიძლება მოიწამლოთ. უმა თურმანი ტკბილეულს ჭამს და წონაში იკლებს ალბათ, ყველაზე გემრიელი დიეტა უმა თურმანს აქვს. გასახდომად მსახიობი ტკბილეულს მიირთმევს, მაგრამ არა უჩვეულოს. მიირთმევს შავ შოკოლადს, უცხიმო პუდინგს და ხილის ყინულს. ამ დიეტის დაცვა მაქსიმუმ 5 დღე შეიძლება. ბიონსე ჩაის სვამს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ფორმების მფლობელი ბიონსეც დიეტებს იცავს. ერთ-ერთი მათგანია წყლის, მწვანე ჩაის ფხვნილის, კაიენის წიწაკის ფხვნილის და ნეკერჩხლის სიროფის ნარევის დალევა. მომღერალი სასმელს 10 დღის განმავლობაში იყენებდა და მის გარდა სხვა არაფერს ჭამდა. საეჭვო მეთოდია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რამდენ ენერგიას ხარჯავს ბიონსე რეპეტიციებსა და გამოსვლებზე. კრისტიან ბეილი გასახდომად ერთსა და იმავე მენიუს იცავდა 4 თვის განმავლობაში როდესაც ბეილმა მიიღო შეთავაზება ეთამაშა ფილმში „მემანქანე“, როლის მისაღებად ერთადერთი დაბრკოლება წონა იყო. უნდა დაეკლო სწრაფად და „ცოცხალ ჩონჩხამდე“. წონის სწრაფად დასაკლებად ბეილმა მიმართა დიეტას, რომელმაც ფაქტობრივად 4 თვეში გამოაშრა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდა მხოლოდ 3 ფინჯან ყავას, 1 ვაშლს და 1 ქილა თინუსს. შედეგად, მსახიობმა 28 კილოგრამი დაიკლო. ორგანიზმის მხარდასაჭერად მულტივიტამინების მთელი კომპლექსი გამოიყენა. 38 1-ს მოსწონს |