x
image
intermedia.ge
Mediator image
ხარისხის მნიშვნელოვანია: პოლიეთილენის მილების მასალის გავლენა სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე

image


პოლიეთილენის მილების გამოყენება თანამედროვე წყლის სისტემებში სულ უფრო პოპულარული ხდება მათი გამძლეობის, მოქნილობისა და ეკონომიურობის გამო, თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამ მილების წარმოებაში გამოყენებული ნედლეულის ხარისხი მნიშვნელოვნად აისახება სასმელი წყლის უსაფრთხოებასა და სისუფთავეზე. ამიტომ მილების შერჩევა სწორედ მათი ხარისხის კვლევით უნდა დავიწყოთ, რათა სასმელი წყლის სისტემების რისკებისა და სარგებელის შეფასება შევძლოთ.


1. სასმელი წყლის სისუფთავე


დაბალი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული პოლიეთილენის მილები შეიცავს მავნე დანამატებსა და მინარევებს, რაც მარტივად შედის რეაქციაში სასმელ წყალთან და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომხმარებლების ჯანმრთელობას. დაბალი ხარისხის მილებმა შეიძლება გამოიწვიოს წყალმომარაგებაში.


მაშინ როცა, მაღალი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული მილები სასმელი წყლის უსაფრთხოების გარანტიაა, სწორედ ასეთ მილებს გთავაზობთ კომპანია “ქართული მილი”, სადაც პოლიეთილენის მილები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით იწარმოება და აკმაყოფილებს უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს, კომპანიას აქვს ISO 9001:2015 - ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგეძლებათ მუდმივად განახორციელოთ მონიტორინგი და მართოთ ხარისხი ნებისმიერი ოპერაციის შესრულების პარალელურად.



“ქართული მილის” მასალები არ შეიცავს მავნე დანამატების, რაც უზრუნველყოფს სასმელი წყლის სისუფთავეს და მის უსაფრთხოებას. ასეთი სისტემის გამოყენებისას დაკლებია წყლის გაჟონვის რისკი და ქიმიური დაბინძურების შესაძლებობა.


2. სისტემის გამართულობა


დაბალი ხარისხის მილები ნაკლებად გამძლეა, ხშირად ზიანდება და იწვევს წყალმომარეგების შეფერხებას, ამასთანავე, დაზიანებულმა მილებმა შეიძლება გაზარდოს სასმელი წყლის დაბინძურების რისკი.


უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან წარმოებული მილები გამოირჩევიან გამძლეობით, ამასთანავე მაღალი ხარისხის მილებს აქვს უფრო გლუვი შიდა ზედაპირი, რომელიც აფერხებს მიკროორგანიზმების ზრდას. რაც ხელს უწყობს წყალმომარაგების ჰიგიენის შენარჩუნებას და ამცირებს წყლის დაბინძურების რისკს.


კომპანია “ქართული მილი “ აწარმოებს 20 მმ-დან 630 მმ-მდე დიამეტრის მქონე მილებს წყალმომარაგებისთვის, რომელთაც აქვთ PN6-დან PN25-მდე წნევის დიაპაზონი და სრულად აკმაყოფილებს EN 12201-2:2011 და ISO 4427- 1:2019 სტანდარტებს.


3. ექსპლუატაციის ვადა


დაბალი ხარისხის მასალისგან წარმოებული მილები მალე ზიანდება და აქვს ხანმოკლე ექსპლუატაციის ვადა, ამიტომ საჭიროებს ხშირ შეკეთებას და სისტემის მთლიან ცვლილებასაც კი, რაც იწვევს ხარჯების ზრდასა და წყალზე მავნე ქიმიურ ზემოქმედებას.


“ქართული მილის” გამართული და ეფექტური ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველსაყოფად წარმოების პროცესი იმართება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წამყვან საწარმოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.


4. გარემოსდაცვითი სარგებელი


მაღალი ხარისხის მილები გამოირჩევიან ეკო-მეგობრულობით. მათი გამძლეობა და გადამუშავების შესაძლებლობა ხელს უწყობს გარემოს მდგრადი განვითარების შენარჩუნებას და მავნე ნივთიერებებისგან დაცვას.


განხილული საკითხებიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ სასმელი წყლის სისტემებში გამოყენებული პოლიეთილენის მილების ხარისხი გადამწყვეტ როლს ასრულებს წყალმომარაგების უსაფრთხოებისა და საზოგადოების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. დაბალი ხარისხის მილები მნიშვნელოვან რისკს ქმნის სასმელი წყლის ქიმიური დაბინძურების, გაჟოვნის და სისტემის გაუმართაობის, მაშინ როცა მაღალი ხარისხის მილები მრავალ უპირატესობას გვთავაზობს, იქნება ეს უსაფრთხოების მაღალი დონე, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა თუ გარემოსდაცვითი სარგებელი. მაღალი ხარისხის მასალებში ინვესტიცია აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად და სუფთა სასმელი წყლის საიმედო მიწოდების უზრუნველსაყოფად.


კომპანია “ქართული მილი” უსაფრთხო და სანდო პოლიეთილენის სასმელი წყლის მილებს 2017 წლიდან აწარმოებს, ისინი მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების დახმარებით ქმნიან ხარისხიან ქართულ პროდუქტს, რომელიც სრულიად შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. ამიტომ, შეგიძლიათ თქვენი კომფორტი და უსაფრთხოება “ქართული მილის” პოლიეთილენის სასმელი წყლის მილებს დაუფიქრებლად ანდოთ.


R




0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0