x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს გაერთიანება გახდა თვითკმარი, რომელსაც არა თუ ბარიერის, ბევრად უფრო სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია…”- რა ალიანსზე საუბრობს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის "ლელოსთან" გაერთიანებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნულ ალიანსს "თვითკმარს" უწოდებს, რომელსაც მისივე თქმით, არა თუ ბარიერის გადალახვა, არამედ ბევრად უფრო სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია:


"ელისაშვილის ლელოსთან შეერთებით ეს გაერთიანება გახდა თვითკმარი, რომელსაც არა თუ ბარიერის გადალახვის, არამედ ბევრად უფრო სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია…"- წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ლელოს", "ანა დოლიძე – ხალხისთვის" და "თავისუფლების მოედნის" გაერთიანებას შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ლელოს" პრესსამსახურში დაადასტურეს, რის დასტურადაც სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა ალეკო ელისაშვილის ერთად გადაღებული ფოტოც გამოქვეყნდა.


ცნობისთვის, სამმა პოლიტიკურმა პარტიამ – "ლელომ", "ანა დოლიძე – ხალხისთვის" და "თავისუფლების მოედანმა" გაერთიანების შესახებ 17 ივლისს განაცხადეს და ერთობლივი პრეზენტაციაც გამართეს.





0
127
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
127