საქართველო
"დაბრუნდა ამერიკიდან და ჩამოუტანა გრიგოლიჩს...."- რა ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი
12 ივლისი, 12:46
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ოლიგარქის მიერ ვაშინგტონში სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წარგზავნას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"რა ქნა ლილუაშვილმა, დაბრუნდა ამერიკიდან და ჩამოუტანა გრიგოლიჩს სამი თითის კომბინაცია თუ ეგეც დარჩა შოთაძესთან ბალტიმორში?"- ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქპოსშტი.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ გაავრცელა ინფორმაცია, ოლიგარქის მიერ ვაშინგტონში საგანგებო დავალებით გაგზავნილი ემისრის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. აღნიშნული ფაქტს სუსშიც ადასტურებენ.