x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ავად არის ამის დამდებიც და დამლაიქებელიც"- რა სქრინშოტს ავრცელებს ირაკლი კუპრაძე

image


პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე მამუკა ხაძარაძესთან დაკავშირებით ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ზემოაღნიშნული მედიასაშუალების მიერ "ხალხის ძალის" წევრის, ზურაბ ქადაგიძეზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სქრინშოტს აზიარებს:


image

"ავად არის ამის დამდებიც, დამჯერებელოც და დამლაიქებელიც.

მართლა როგორ არ გიტყდებათ ამ სამარცხვინო პუტინისტურ არხზე მუშაობა?

პ.ს. გადაადგილების მარშრუტი, ბათუმი-თბილისი-გერმანია" - წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ხალხის ძალის" წევრმა ზურაბ ქადაგიძემ, მამუკა ხაძარაძისთვის აეროპორტში გადაღებული ფოტო გაავრცელა და მას კითხვით მიმართა "რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე". ქადაგიძის პოსტს მალევე გამოეხმაურა თავად ადრესატიც, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო:


"გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? ეს ბათუმის ბილეთები. თუ გინდათ, „სელფისაც“ დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში", - დაწერა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში და საკუთარი სიტყვების დასტურად ბილეთების ფოტოც გამოაქვეყნა.


image




0
561
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
561