საზოგადოება 27 მიზეზი, რატომ უნდა აიღოთ ადგილი ფანჯარასთან თვითმფრინავში 23 ივლისი, 18:05 მრავალი მიზეზი არსებობს, რატომ უნდა მოითხოვოთ ფანჯარასთან ადგილი რეისზე რეგისტრაციისას. პირველ რიგში, ძილის დროს ფანჯარას შეგიძლიათ მიეყრდნოთ. მეორეც, ადგომა არ მოგიწევთ, რომ გვერდით მჯდომი ტუალეტში გაუშვათ. მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ფანჯრიდან ხედია!
ჩვენი სამყარო საოცარი ადგილია და ზემოდან სულ სხვანაირად გამოიყურება. პეიზაჟები აისიდან დაისამდე, ქალაქები და ღრუბლოვანი წარმონაქმნები - სილამაზე გადაჭიმულია იქამდე, სადამდეც თვალი სწვდება. მაშ, რატომ უნდა დაიკავოთ ადგილი ფანჯარასთან? ასეთი ჭექა-ქუხილი შორიდან შეგიძლიათ დაინახოთ. (HALEY LUNA) მზის დაბნელება 13411 მეტრის სიმაღლეზე რაღაც განსაკუთრებულია. (Ben Cooper) აფრიკის უმაღლესი წერტილის დანახვა სუნთქვას შეგიკრავთ. (KYLE MIJLOF) მიჩიგანის ტბაზე არეკლილი ჩიკაგოც შეგიძლიათ დაინახოთ. (MARK HERSCH) მზის ამოსვლა საოცარია. (FLORIAN SEIFFERT) ასევე მზის ჩასვლაც. (NEIL HOWARD) ალბათ, არასოდეს გინახავთ ჩანჩქერები ამ კუთხიდან. ფოტოზე ჩანჩქერი კაიეტური, გაიანა. (CODY H.) ზემოდან ტყის ხანძრის დანახვაც კი შეიძლება. (Richard Skoonberg) გაიგებთ, რატომ თვლიან ნორვეგიას ასე ლამაზად. (MARIUSZ KLUZNIAK) ღრუბლების უსასრულო ზღვაში შეგიძლიათ იბანაოთ. (MARK STEVENS) გადაიღოთ უჩვეულო კადრი. (TIM CAYNES) და ნახოთ მთიანი ქედის მთელი სიდიადე. (MARIUSZ KLUZNIAK) თქვენ შეიძლება პირველად ნახოთ გაყინული ტბაც. (ALAN WOLF) ან ნისლში გახვეული ქალაქი. (CHRIS) ღამით ქალაქები უბრალოდ მომხიბვლელია. ფოტოზე ლოს-ანჯელესი. (Tom Anderson) ისტორიულ ადგილებს სხვა მხრიდან შეხედავთ. ფოტოზე პრამბანანის ტაძარი, ინდონეზია. (killerturnip) ბამბის მსგავს ღრუბლებს შეგიძლიათ გაუღიმოთ. (FRANCISCO MARTINS) იქნებ, ვულკანიც დაინახოთ. ფოტოზე ტარანაკის ვულკანი, ახალი ზელანდია. (JON SULLIVAN) ღრუბლებს მიღმა ზღვა შეგიძლიათ დაინახოთ. (JONATHAN NIGHTINGALE) ქალაქის ხედს ზემოდან არაფერი შეედრება. ფოტოზე ნიუ-იორკი. (LINH NGUYEN) იგივე შეიძლება ითქვას ფუძიამის მსგავს მთებზე. (mloge) ან რეინირის ვულკანზე. (MICHAEL MATTI) ცოტა ხნით დაივიწყეთ ხედები ფანჯრიდან! თავად ფანჯარას შეუძლია შემოგთავაზოთ ბევრი საინტერესო რამ. (PEDRO MOURA PINHEIRO) და ყოველთვის არის დრო სხვა განთიადისთვის. (Oblivious Dude) ეს სიყვარულია. (KIMG SENG) ზემოდან შეგიძლიათ დაემშვიდობოთ ადგილს, რომელსაც ტოვებთ. (TOM ANDERSON) და ბოლოს, მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანი - მგზავრები და საკვების ურიკები არ დაგეჯახებათ. (RYAN DESIDERIO) ასევე დაგაინტერესებთ: დალოდება სიამოვნებით: 22 უჩვეულო ავტობუსის გაჩერება სხვადასხვა ქვეყნიდან ამის გამოგონება მხოლოდ იაპონიაში შეეძლოთ – მობილური მინი ბაღები 23 უცნაური რამ, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებით შუქურების 16 სანახაობრივი ფოტო, რომლებიც გამოირჩევიან უნიკალური მახასიათებლებით პლანეტის 20 თვალწარმტაცი ადგილი, სადაც ბუნებას ფერები არ დაუშურია 25 გასაოცარი ფოტო გრამი ფოტოშოპის გარეშე რიჩარდ სილვერი: მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები უჩვეულო ფოკუსში 27 შემთხვევა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რომლის დანახვას რეალურ ცხოვრებაში არ ისურვებდით 17 შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა დაინახეს ცოცხალი არსებები და კაშკაშა ემოციები საგნებში 25 მიტოვებული გემი მთელ მსოფლიოში 141 1-ს მოსწონს |