x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ღამის პირველ საათზე ჩემს მეგობარს, ზურაბ ცხაკაიას აცნობეს, მორგში გადაგვყავსო"-ჯუმბერ ლეჟავას სასწაულებრივი მობრუნება სააქაოში

image

23 ივლისს(1939წ) დაიბადა ჯუმბერ ლეჟავა, კაცი -ლეგენდა, რომელმაც 1990-1992წწ. დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში(რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.). 1993-2003წწ. ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტრაქტიდას; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს "მოგზაური დიპლომატის" სტატუსი(1993); გადაიღო 50000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7000 გვერდიანი დღიური.

image

თუმცა სანამ ამ ყველაფრამდე მივიდოდა 1987 წელს 46 წლის ასაკში ბავშვობაში დაზიანებული ნაწლავი ზრდასრულ ასაკში გაურთულდა და მუცლის ღრუში განუვითარდა განგრენა, ექიმებმა მას ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვერდიქტი-სიკვდილი გამოუტანეს.

აი როგორ იხსენებდა ამ ამბავს თავად ჯუმბერ ლეჟავა:

"მაგ ამბავს დეპრესიაში არ ჩავუგდივარ, თორემ ახლა უფრო დეპრესიული უნდა ვიყო. მას მერე იმდენი რამ შემემთხვა. ვიდრე ცოცხალი ხარ, უნდა იბრძოლო და თუ ბრძოლა არ შეგიძლია, წამოწექი მაშინ და სიკვდილს დაელოდე. ცხოვრებას არასდროს დავმორჩილებივარ. ბავშვობაში, ვარჯიშის დროს ნაწლავი დავიზიანე, მაგრამ ტკივილს ყურადღება არ მივაქციე და უარესი დავიმართე - განგრენის დაწყებას შევუწყე ხელი. წლების შემდეგ მუცლის ძლიერმა ტკივილმა სულ დამაგდო და ოპერაცია დამჭირდა, მაგრამ განგრენა მთელ მუცელს მოსდებოდა და სიკვდილი მიწინასწარმეტყველეს, ამიტომაც მიიჩნიეს ოპერაციის დასრულება უაზროდ. ღამის პირველ საათზე ჩემს მეგობარს, ცნობილ ქირურგ ზურაბ ცხაკაიას აცნობეს, მორგში გადაგვყავსო. ზურამ კატეგორიული უარი უთხრა, - საოპერაციოდან ცოცხალი მინდა გავიყვანოთო. მისი გადაწყვეტილებით მუცლიდან თითქმის ყველაფერი ამომჭრეს და 2 დღეს რომ მაინც მეცოცხლა, რაღაც ნაწილი დამიტოვეს. 2 დღე 3 კვირად იქცა, მერე - 3 თვედ, 3 წელიწადად და ასე გაგრძელდა. კი ხედავთ, დღესაც ცოცხალი ვარ - ამაზე უკვე მე "ვიზრუნე". ძალიან მაგრად ვიმუშავე ფსიქოლოგიურად და თავი დავირწმუნე, რომ კიდევ ბევრ დიდ საქმეს გავაკეთებდი. თვითრეაბილიტაციისთვის 4 წელიწადი დამჭირდა, მე-5 წელიწადს კი, 1990 წელს პირველი მსოფლიო რეკორდი დავამყარე სპორტის ურთულეს სახეობაში - მკლავებზე აზიდვაში და გინესის რეკორდსმენიც გავხდი. მერე ვიფიქრე, რატომ უნდა დავჯერდე ერთსაათიანს და რატომ არ უნდა დავამყარო 4-5-საათიანი რეკორდებიც-მეთქი და ინტენსიური ვარჯიში დავიწყე. 5-საათიანს 12-საათიანი რეკორდი მოჰყვა, 24-საათიანს - 100 დღის მარათონი და ასე გადავერთე ჩემი სპეციალობიდან პროფესიულ სპორტში"

image

ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალა 2014 წლის 25 ივლისს 75 წლის ასაკში.

image

0
185
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0