მოგზაურობა "მოგვწყინდა ერთფეროვანი ცხოვრება" - ხუთშვილიანმა ოჯახმა გაყიდა ყველაფერი იმისთვის, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს 2018, 8 იანვარი, 12:35 ![]() ![]() "ახლა ვყიდით Ford Galaxy-ის და ოჯახი მხოლოდ ერთ ზურგჩანთას გავიყოლებთ-აღნიშნა ოჯახის უფროსმა. "ხოგიერთ ჩვენს ნათესავს და მეგობარს მიაჩნია, რომ მე და მეთიუ გავგიჟდით, ბევრ რამეზე უარს ვამბობთ, ეს შობაც უცნაური იყო, რადგან წელს ჩვეულებისამებრ ბევრი საჩუქრები არ გვქონია"-აღნიშნა 33 წლის ფეი გუდინგმა. ოჯახმა მსგავსი გადაწყვეტილება ტყუპების გაჩენის შემდეგ მიიღო. "დაფეხმძიმება ტყუპებზე ჩემთვის შოკი იყო-აღნიშნა მისის გუდინგმა-და ნაცვლად იმისა, რომ მთელი დღე შვილებთან ერთად გამეტარებინა, სახლის დალაგებას ვანდომებდი, უფროსები სკოლაში იყვნენ, მათ თითქმის ვეღარ ვნახულობდი". ![]() "უფროსი ბიჭები უკვე გეგმავენ თუ შემდგომ საით გავაგრძელებთ გზას, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ორი წლის განმავლობაში ვიმოგზაუროთ ევროპაში, შემდეგ იაპონია, ამერიკა, ბალი და ტაილანდი, ანუ იმ დრომდე სანამ ტყუპები არ გაიზრდებიან და სკოლაში არ წავლენ, უფროსი ბიჭები კი ვფიქრობ მოგზაურობაში უფრო ბევრ რამეს ისწავლიან"-აღნიშნა 36 წლის მეთიუ გუდინგმა. ![]() "მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ეს რომ არ გაგვეკეთებინა, შეიძლება მთელი ცხოვრება გვენანა"-აღნიშნა მისის გუდინგმა. ![]()
92 10-ს მოსწონს
|