მოგზაურობა კახეთი მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილის რეიტინგში 2015, 19 იანვარი, 22:04 მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა გამოცემამ The Telegraph–მა გამოაქვეყნა რეიტინგი: "მსოფლიოს 10 არაჩვეულებრივი ადგილი, რომლის შესახებაც არ გსმენიათ."
რეიტინგი შეადგინეს ცნობილმა მოგზაურებმა სოფი იბოტსონმა და მაქსომ-ლოუველ ჰორმა.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, მოცემული რეიტინგი დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ყველაზე დაუვიწყარი და არაჩვეულებრივი მოგზაურობა განახორციელონ, მოინახულონ ის ადგილები, რომლის შესახებაც ცოტა რამ არის ცნობილი. მათ შორის არიან:ქალაქი მეროე(სუდანი)ქალაქი მეშჰედი(ირანი)კახეთის მხარე(საქართველო), ვეფხვების ნაკრძალი კანხა(ინდოეთი), კუნძული სოკოტრა(იემენი), ზანკარის მთიანი რაიონი(ინდოეთი), კამჩატკის ნახევარკუნძული(რუსეთი) და სერო დე ლოს სიეტე კოლორესის მთები(არგენტინა.) 552 9-ს მოსწონს
|