x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თვითმფრინავის გადაუდებელი დაშვებისა და ფრენის გაუქმების ყველაზე სასაცილო შემთხვევები
image

წარმოიდგინეთ სიტუაცია: თვითმფრინავი ოსლოდან მზიანი მალაგასკენ მიემართება, როდესაც მოულოდნელად... საკვებისთვის განკუთვნილი მუყაოს ყუთიდან ერთ-ერთ მგზავრს თაგვი ამოუხტება. მაშინ, როცა ზოგიერთი პანიკაში ჩავარდა და ფეხები წამოპლაკა, რათა თავი დაეცვა მოულოდნელი სტუმრისგან, თავად ქალი ხმამაღლა კისკისებდა. მაგრამ ეკიპაჟს ხუმრობისთვის არ სცხელოდა- თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა კოპენჰაგენში. ბორტზე თაგვი არა მხოლოდ უხერხულობას ქმნის, არამედ სერიოზული საფრთხეს უქმნის ლაინერს, რადგან თვითმფრინავში თითქმის 200 კილომეტრი სიგრძის სადენებია, რომელიც შეიძლება გადაღრღნას.


ეს ინციდენტი მხოლოდ ერთია იმ მრავალი უჩვეულო და ზოგჯერ უცნაური მიზეზიდან, რის გამოც თვითმფრინავები იძულებულნი არიან განახორციელონ ავარიული დაშვება. ამ სტატიაში განვიხილავთ ჰაერში მომხდარ ყველაზე უცნაურ შემთხვევებს.


უნიტაზების ბუნტი



ინციდენტი სამგზავრო Boeing 777-ში, რომელიც ფრანკფურტიდან სან-ფრანცისკოში მიფრინავდა, არც თუ სასიამოვნო გამოდგა მგზავრებისთვის. ტუალეტის დაზიანება ბანალური ნამდვილად არ იყო მას შემდეგ, რაც უნიტაზი გაიჭედა და გადმოვიდა, შიგთავსმა პირდაპირ სალონში დაიწყო გაჟონვა. მგზავრებმა უსიამოვნო სუნი იგრძნეს, სწრაფად ატეხეს განგაში. ეკიპაჟი ცდილობდა პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ყველა მცდელობა ამაო იყო.


პილოტი დაუკავშირდა სახმელეთო ინჟინრებს, იმ იმედით, რომ მათ შეეძლოთ დისტანციურად გადაეჭრათ ეს მგრძნობიარე საკითხი. მაგრამ ყველა მითითების მიუხედავად, სიტუაცია გაუარესდა, თვითმფრინავი განაგრძო მოძრაობას ჩრდილოეთის ზღვის თავზე. როდესაც გაირკვა, რომ არც ტექნიკური დახმარება და არც მგზავრების მოთმინებას არაფერი უშველიდა, ეკიპაჟმა გადაწყვიტა ფრანკფურტის აეროპორტში დაბრუნება.



***

ნიუ-იორკიდან სიეტლში ფრენის დროს Delta Boeing 757-ის მგზავრებს მსგავსი სიტუაცია შეემთხვათ: ტუალეტებმა დანიშნულების ადგილამდე ნახევრად შეწყვიტეს მუშაობა. ყოველი გასული საათის შემდეგ სიტუაცია იძაბებოდა და ეკიპაჟმა გადაწყვიტა გადაეხვია მარშრუტიდან, რათა ავარიული დაშვება მოეხდინა ბილინგსის აეროპორტში.


მაგრამ ადგილზე კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა: აეროპორტში არ იყო თავისუფალი ტრაპი . თვითმფრინავი საბოლოოდ ბუქსირით გადაიყვანეს სატვირთო ზონაში, სადაც სასოწარკვეთილ მგზავრებს მიეცათ წვდომა დიდი ხნის ნანატრ ტუალეტზე.



"ხუმრობა" ბორტზე"


ინდური ავიაკომპანია Jet Airways, რომელიც მუმბაიდან ნიუ დელიში მიფრინავდა იძულებული გახდა დაუყონებლივ დაშვებულიყო მას შემდეგ, რაც ტუალეტში მუქარის შემცველი წერილი იპოვეს.ავტორი ირწმუნებოდა, რომ ბორტზე გამტაცებლები იყვნენ და თვითმფრინავი ქაშმირში უნდა დაშვებილიყო. უცნობი მამაკაცის თქმით, ბორტზე 12 გამტაცებელი იმყოფებოდა და თუ ეკიპაჟი ეცდებოდა თვითმფრინავის დაშვებას, „ადამიანები დაიხოცებოდნენ “. ბარათზე ასევე ეწერა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სატვირთო განყოფილებაში იყო, რომელიც უნდა აფეთქებულიყო ნიუ დელიში დაშვებისთანავე



პილოტმა მარშრუტიდან გადახვევა გადაწყვიტა და თვითმფრინავი აჰმადაბადის აეროპორტისკენ მიმარღა. ამავდროულად შეატყობინა სპეცსამსახურებს. მათი ჩასვლისთანავე დაიწყო თვითმფრინავისა და მგზავრების ბარგის საფუძვლიანი შემოწმება. თუმცა, მუქარა ყალბი აღმოჩნდა -, დიდი ალბათობით, გასართობად შექმნილი.


ტუალეტი ეგონა


პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების ერთმა მგზავრმა მანჩესტერის აეროპორტში ინციდენტი გამოიწვია, რის გამოც Boeing 737-340-ის რეისი თითქმის რვა საათით გადაიდო. იმ დროს, როდესაც თვითმფრინავი ასაფრენად გაემზადა, გოგონამ მოულოდნელად გახსნა საავარიო გასასვლელი.


როგორც კი კარი გაიღო, თვითმფრინავიდან გასაბერი ავარიული ტრაპი გადმოეშვა. ამან არა მხოლოდ შეაჩერა აფრენისთვის მზადება, არამედ მოითხოვა საინჟინრო ჯგუფის ჩარევაც, რომელსაც სისტემა მუშა მდგომარეობაში უნდა დაებრუნებინა. როდესაც გოგონას ჰკითხეს, რამ აიძულა გაეღო ავარიული გასასვლელი, მან ნეტარებით აუხსნა: ის ტუალეტის კარი ეგონა.



ჩხუბი და დებოში ბორტზე


ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Easy Jet-ის რეისი მანჩესტერიდან პაფოსში თითქმის ორი საათით გადაიდო 25 წლის მგზავრის სკანდალური საქციელის გამო. გოგონა თავიდანვე არაადეკვატურად იქცეოდა, რამაც მაშინვე გამოიწვია ეკიპაჟის შეშფოთება. გააცნობიერა, რომ სიტუაცია უკონტროლო იყო, პილოტმა გამოიძახა ბორტზე მყოფი პოლიცია დებოშიორის გასაძევებლად.


როდესაც ბორტგამცილებელმა დაარწმუნა მგზავრი, დაეტოვებინა თვითმფრინავი, ინციდენტმა კულმინაციას მიაღწია: სწორედ გასასვლელთან, იგი მოულოდნელად თავს დაესხა პილოტს და სახეში დაარტყა. როდესაც გოგონა პოლიციაში მიიყვანეს, ამბავი კიდევ უფრო კურიოზული აღმოჩნდა. გაირკვა, რომ იგი უკვე იძებნებოდა ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე.


***


შვეიცარიის საერთაშორისო ავიახაზების ფრენა ჟენევიდან ალჟირში გაუქმდა ბორტზე მყოფ ექვს მგზავრს შორის ჩხუბის გამო. იმის გამო, რომ თვითმფრინავი სავსე იყო მგზავრებით, მამაკაცებმა ადგილები ვერ გაინაწილეს.


პილოტმა არ გარისკა და ფრენა გააუქმა: თვითმფრინავი დააბრუნეს სადგომზე, სადაც მათ უკვე პოლიცია ელოდა. გამოიყვანეს ექვსი მოჩხუბარი, რომელთაგან ზოგიერთს ხელბორკილი დაადეს. დანარჩენ მგზავრებს კი იმ ღამეს სასტუმროში გათევა მოუწიათ.


***



ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines-ის პილოტს თვითმფრინავის უკან მობრუნება მოუწია გაბრაზებული მგზავრის გამო, რომ აუკრძალეს ბორტზე იოგას ვარჯიშების შესრულება. ჰონოლულუდან ნარიტას აეროპორტის მიმართულებით ეკიპაჟს პრობლემა შეექმნა, როდესაც საკვების დარიგების დროს 72 წლის მამაკაცი ადგა ადგილიდან და თქვა, რომ არ სურდა ჭამა და იოგას ვარჯიშები უნდა შეესრულებინა ხომალდის კუდში. თვითმფრინავი. ბორტგამცილებლები ცდილობდნენ დაეყოლიებინათ და ადგილზე მჯდარიყო, მაგრამ უშედეგოდ. როცა დაინახა, რომ მისი ცოლი ეკიპაჟის მხარეს იყო, მამაკაცი კიდევ უფრო გაბრაზდა და ისიც გააძევა.



***


ზოგჯერ ავარიული დაშვების მიზეზი შეიძლება იყოს არა თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემები ან უკონტროლო მგზავრები, არამედ მისი პირადი პერსონალი. ამგვარად, დელტას ბორტგამცილებლებმა დაიწყეს ჩხუბი ლოს-ანჯელესიდან მინეაპოლისში მიმავალ თვითმფრინავში: ჩხუბი სამუშაო პროცესზე უთანხმოების გამო მოხდა.


ორი ბორტგამცილებელი ქალი მაშინვე სიტყვებიდან ქმედებებზე გადავიდა, რასაც მოჰყვა მუშტებით ჩხუბი პირდაპირ ჰაერში, მესამემ კოლეგების გაშველება სცადა, მაგრამ მასაც მოხვდა. შედეგად, თვითმფრინავი სოლტ-ლეიკ სიტიში დასვეს და მოჩხუბრები რეისიდან მოხსნეს. მგზავრებს ადგილებზე ყოფნა თითქმის საათნახევარი მოუწიათ, სანამ თვითმფრინავი ფრენას გააგრძელებდა.


მგზავრების აყვანა დაავიწყდა


კომპანია Easy Jet-ის პილოტი პორტუგალიის ერთ-ერთ აეროპორტში დაეშვა, შემდეგ კი... გაფრინდა და დაავიწყდა მგზავრები. თვითმფრინავი ლონდონის გეტვიკის აეროპორტიდან ლისაბონში მიფრინავდა. პილოტს თვითმფრინავის პორტოს აეროპორტში დასმა მოუწია, რადგან ლისაბონის ასაფრენი ბილიკი დროებით დაკეტილი იყო.


პილოტმა შეატყობინა მგზავრებს, რომ საჭირო იყო მომავალი ფრენისთვის მომზადება. მგზავრებს სთხოვეს დაეტოვებინათ ხომალდი, რათა საწვავის შევსება უფრო სწრაფად განხორციელებულიყო. ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი თვითმფრინავი ლისაბონში მათ გარეშე გაფრინდ. უხერხულობის კომპენსაციის მიზნით, ავიაკომპანიამ უზრუნველყო ვაუჩერები გამაგრილებელ სასმელზე და მოაწყო ტრანსფერი ლისაბონში.





კატა და ორი ავია გამანადგურებელი


მოდელმა დაშენკა ჟირალდომ ( Dashenka Giraldo) და მისმა კატამ ცაში ნამდვილი შოუ მოაწყვეს, რამაც თვითმფრინავის ავარიული დაშვება გამოიწვია, თან სამგზავრო ავიალაინერს ორი გამანადგურებელი მიაცილებდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბორტგამცილებლებმა მოდელს კატა ჩამოართვეს, რომელიც არა სპეციალურ კონტეინერში იყო მოთავსებული, არამედ ჩანთაში ეჯდა.


ჟირალდო განრისხდა და ფუმფულას დაბრუნებას ითხოვდა, მან ნამდვილი სპექტაკლი მოაწყო. ბორტგამცილებლებმა თავაზიანად უარი უთხრეს, რის შემდეგაც მოდელი მუქარაზე გადავიდა. აცხადებდა, რომ ის "დაკავშირებული იყო მაფიასთან" და "თვითმფრინავს ჩამოაგდებდა".


ასეთი გაბედული განცხადებების საპასუხოდ, კოლორადოში აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზაზე ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი ცაში აიჭრა, რომლებმაც თვითმფრინავი სასწრაფოდ გააცილეს დენვერის უახლოეს აეროპორტში. იქ ლაინერს ს FBI-ის თანამშრომლები დახვდნენ, მაგრამ შემოწმების შემდეგ მაფიასთან კავშირი ვერ აღმოაჩინეს და კატაც შესანიშნავად იყო.

0
159
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0