x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პუგაჩოვას ლიმუზინში ქუჩის მაწანწალები ჩასახლდნენ
image

90-იან წლებში მომღერლისთვის ნაჩუქარი ცნობილი მანქანის ბედი ძალიან სიმბოლურია.


არეულ 90-იან წლებში შოუბიზნესის ვარსკვლავებს უყვარდათ ფუფუნების დემონსტრირება.


მდიდართა ამ რბოლაში "პალმა" დაითრია ფილიპ კირკოროვმა, შუახნის პუგაჩოვას ახალგაზრდა ქმარმა.



მეუღლის გაოცების სურვილით შეპყრობილმა კირკოროვმა აშშ-ში ექსკლუზიური ლიმუზინი იყიდა, -შეკვეთით დამზადებული თეთრი 10 მეტრიანი "ჰამერი."


ბევრს ახსოვს ეს თოვლივით თეთრი მანქანა ვარდისფერი ინტერიერით, რომელიც ნელა და შთამბეჭდავად მოძრაობდა მოსკოვის ქუჩებში.

image

90-იანი წლების მოდა გავიდა და უზარმაზარი Hummer აღმოჩნდა ძალიან არაპრაქტიკული მანქანა.


დედაქალაქში მოძრაობა 10 მეტრიანი მანქანით თავისუფლად მგზავრობის საშუალებას აღარ იძლეოდა, მისი მოვლა კი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.


ამასობაში კირკოროვი გაშორდა პრომადონას, განქორწინების შემდეგ ფილიპს მანქანა სამახსოვროდ დარჩა.


10 მეტრიანი მანქანის პრობლემამ მხოლოდ იმედგაცრუება გამოიწვია კირკოროვში: მან ვერ გაყიდა მანქანამ, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რთულდებოდა მისი შენახვა.

image


ლიმუზინის აუქციონზე გაყიდვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მანქანა უკვე კარგა ხანი ზემლიანოი ვალზე მდებარე სახლის ეზოში იდგა, სადაც ფილის მამა, 92 წლის ბედროს კირკოროვი ჯერ კიდევ ცხოვრობს.




„ბედროსი და მისი თანაშემწე ლიმუზინს უვლიდნენ. შემდეგ კი ბედროსის მდიდარმა მეგობარმა შესთავაზა ამ "ჰამერის" თავის ავტოფარეხში დაყენება, რადგან მიაჩნდათ, რომ ასეთი რელიქვია ეზოში არ უნდა იმტვრებოდეს. ბედროსი დათანხმდა.



კირკოროვის მამას "ჰამერი" აღარ უნახავს, ​​ამბობს კირკოროვის ოჯახის მეგობარი კონსტანტინე და განაგრძობს:



"მისი ბიზნესმენი მეგობრის მძღოლი "ზაპოიში" გადავარდა და... მოიპარა პუგაჩოვას ლიმუზინი. მანქანა მძღოლთან ერთად გაუჩინარდა. "ჰამერი" მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს კრასნოდარის მხარეში, მინდორში. უსახლკაროები დასახლდნენ მანქანაში, რომელსაც ოდესღაც შოუბიზნესის ვარსკვლავები გადაჰყავდა... ბედროსი ძალიან დაღონდა, მან ბანკიდან თავისი დანაზოგიც კი გამოიტანა - 80 ათასი დოლარი, რომელიც ფილიპმა რამდენიმე წლის წინ აჩუქა დაბადების დღეზე, ამბობდა " ჰამერი" შევაკეთოთ, თორემ ფილიპს ეწყინებაო. ძლივს გადავათქმევინეთ ბედროსს, მანქანის მთლიანი ძარა უკვე დაჟანგდა, გაკეთებად არც ღირს, თან ეს მოდელი უკვე დიდი ხანია მოდიდან გავიდა“.

image

0
200
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0