x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მიაქციეთ ყურადღება, ღმერთმა ქნას ვცდებოდე"- რა ვიდეოს აქვეყნებს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინტერვიუს მცირე ფრაგმენტს პირად გვერდზე აზიარებს და წერს:

"მიაქციეთ ყურადღება, ალიევი იმეორებს ზუსტად იმას ---ამერიკულ ჩარევებთან დაკავშირებით --რასაც აცხადებს პუტინის რეჟიმი და კიდევ აქ მათი სატელიტი ივანიშვილი.ჯერ კიდევ 25 წლის წინ ვაფრთხილებდი ამერიკელებს, რომ მათი შეცდომებით, როდესაც ლეიბორისტული პარტიის გარდა, ლამის ყველას აძლიერებდნენ, აღარ მინდა ვთქვა --ხელს გვიშლიდნენ (ანუ არ ზრუნავდნენ პოლიტიკური, იდეოლოგიური პარტიების გამოკვეთაზე) ოლიგარქიულ---სატელიტ ჯგუფების სახით ამიერკავკასიაში მივიღებდით პრომოსკოვურ---კლეპტოკრატიულ--საოჯახო დიქტატურებს. ისწავლეს რამე აქედან? ღმერთმა ქნას.თუმცა როდესაც ვხედავთ ამჯერადაც, ზოგიერთნი, როგორ უწყობენ ხელს ხალხისთვის საძულველ საბანკო, პარტიად წოდებულ ინტერეს--ჯგუფებს, ცოტა ეჭვი მეპარება. ღმერთმა ქნას ვცდებოდე."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.


"ერთი მხრივ, ევროპა აზერბაიჯანს სთხოვს გაზის წარმოების გაზრდას და ევროპაში ტრანსპორტირებას, მეორე მხრივ კი, არ აფინანსებენ“ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა. ილჰამ ალიევის თქმით, ბაქომ აირჩია დე ფაქტო დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, თვითკმარი ეკონომიკა, ეფექტური თანამშრომლობა პარტნიორებთან. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახეზეა ისტორიული ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში, სადაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება.










0
132
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
132