x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოსკოვში ტრანფორმატორის ქვესადგურებზე ამონტაჟებენ ელექტრომობილის დამტენს
imageმოსკოვში ტრანსფორმატორის ქვესადგურები აღიჭურვება ელექტრომობილების დამტენი სადგურებით.


Yandex-მა და Rosseti-მ გამოაცხადეს ერთობლივი პროექტის შესახებ.


დაიწყება ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელების დამონტაჟება. ისინი დამტენ სადგურებს საცხოვრებელ კვარტლებში მდებარე ტრანსფორმატორების შენობის კედელზე დაამონტაჟებენ. წლის ბოლომდე მოსკოვში 200-მდე ასეთი დამტენი გამოჩნდება;


სადგურები საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება. მათი მაქსიმალური სიმძლავრე 22 კვტ-მდეა, რაც საშუალებას მისცემს, პროექტის ინიციატორების გათვლებით, სრულად დაიტენოს ელექტრომობილის ბატარეა დაახლოებით ხუთ საათში.



ხელმისაწვდომი იქნება Typе 2 ან GB/T კონექტორები. შეგიძლიათ შეამოწმოთ სადგურის ხელმისაწვდომობა და დაიწყოთ დატენვის სესია Yandex სერვისების - სადგურების, რუქების ან ნავიგატორის მეშვეობით.


Yandex-მა განუმარტა Avto.ru-ს, რომ ქვეყანა ამჟამად განიცდის ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის კატეგორიულ ნაკლებობას. ახალმა პროექტმა არა მხოლოდ უნდა გაზარდოს დამტენი სადგურების ხელმისაწვდომობა, არამედ უფრო მოსახერხებელი გახადოს ისინი.

image

„დატენვისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილებია ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების სიახლოვეს, სადაც ხალხი დიდ დროს ატარებს. გარდა ამისა, საცხოვრებელი უბნების ეზოებში, სადაც მძღოლს შეუძლია მანქანის დატოვება მთელი ღამის განმავლობაში. ჩვენი ერთობლივი პროექტი Rosseti-სთან ერთად გაზრდის ელექტრო დამტენებზე კომფორტს და ხელმისაწვდომობას“, - აღნიშნეს პროექტის ინიციატორები.


მოსკოვში უკვე ფუნქციონირებს 20 ასეთი დამტენი სადგური. იმავდროულად, რუსეთში ელექტრომობილების გაყიდვები დღითი დღე იკლებს: ბაზრის ექსპერტები ზედიზედ მეოთხე თვეა გაყიდვების კლებას აფიქსირებენ. ამისდა მიუხედავად, წლის პირველი ნახევრის ბოლოს რუსეთის ფედერაციაში ბატარიებით აღჭურვილი ტექნოლოგიის გაყიდვების მოცულობამ 2, 3-ჯერ გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებელს.

0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0