x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თბილისის აეროპორტში ტუ-154-ის ჩამოვარდნიდან 32 წელი გავიდა
image

1992 წლის 20 ივლისს თბილისის აეროპორტთან ჩამოვარდა ქართული ავიაკომპანია Transair Georgia-ს კუთვნილი სატვირთო თვითმფრი ნავი ტუ 154ბ, რომელსაც შეეწირა 28 ადამიანის სიცოცხლე, თუ როგორ მოხდა ავიაკატასტროფა და რა იყო ამის მიზეზი ქვემოთ წარმოდგენილ სტატიაში გაეცნობით.


ახლად შექმნილი Transair Georgia-ს ავიახაზები Tu-154B ასრულებდა სატვირთო რეისს თბილისი-მინერალური წყლები, მაგრამ თბილისის აეროპორტიდან გარბენის შემდეგ ვერ მოახერხა ჰაერში აწევა, გადავიდა ასაფრენი ბილიკიდან და დაეჯახა ჯერ რადიოშუქურას, შემდეგ კი ხევში ჩავარდა. კატასტროფას 28 ადამიანი ემსხვერპლა - თვითმფრინავში მყოფი 24-ვე ადამიანი (16 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი) და 4 ადამიანიც მიწაზე.



თვითმფრინავი



Tu-154B დამზადდა კუიბიშევის საავიაციო ქარხანაში 1977 წლის ივლისში და იმავე წელს გადაეცა «Аэрофлот"-ს (საერთაშორისო ფრენები). 1979 წლის 16 ოქტომბერს ლაინერი გადაეცა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის.

1980 წელს, მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, თვითმფრინავს ამშვენებდა სტიკერი "«Official Olympic Carrier» ". სსრკ-ს დაშლის შემდეგ ბორტი 85222 გადაეცა ახლად შექმნილ ქართულ ავიაკომპანია Transair Georgia-ს[


კატასტროფა


თვითმფრინავი ახორციელებდა სატვირთო რეისს თბილისიდან -მინერალურ წყლებში, გადაჰქონდათ ქართული ჩაი. 8 კაციანი ეკიპაჟის გარდა (4 პილოტი, ფრენის კონტროლიორი და სამი ბორტგამცილებელი), თვითმფრინავის ბორტზე 16 თანმხლები მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის დატვირთვა არა გაუკონტროლებიათ, რის შედეგადაც, დოკუმენტების მიხედვით, ბორტზე 6, 4 ტონა ტვირთი იყო ჩატვირთული, სინამდვილეში კი 20 ტონა იყო, რაც დასაშვებზე 2 ტონათი მეტი იყო, რის შესახებაც ეკიპაჟმა არ იცოდა. საჰაერო ხომალდის ასაფრენმა წონამ გადააჭარბა მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს.


აფრენა განხორციელდა ასაფრენი ბილიკი No31R-დან .გარბენის დროს ასაფრენი ბილიკის სიგრძის ნახევარზე მეტი დაფარვის შემდეგ, ეკიპაჟმა ასწია თვითმფრინავის ცხვირი 6-7°-ით და წინა შასი მოწას მოწყვიტა . მაგრამ თვითმფრინავი არ აიწია ჰაერში, უკანა ბორბლებით გაიარა მთლიანი ასაფრენი ბილიკი, გადავიდა გრუნტზე და 490 მეტრის შემდეგ დაეჯახარა რადიო გადამცემის შუქურას, რის შემდეგაც, დაიშალა და გადაბრუნდა, გაცურდა კიდევ 190 მეტრზე, ხევის ფერდობზე დაეშა და აფეთქდა. ავარიის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 24 ადამიანი, ხოლო ადგილზე დაიღუპა კიდევ 4 მოქალაქე


გამოძიება

ავარიის გამომწვევი მიზეზების გამოძიების დროს საგამოძიებო კომისიამ სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაში სხვადასხვა დარღვევა აღმოაჩინა. აეროპორტის სატრანსპორტო განყოფილების ხელმძღვანელობა, თუმცა ოფიციალურად ჯერ კიდევ პასუხისმგებელი იყო სატვირთო ფრენების განხორციელებაზე, ფაქტობრივად აღარ მართავდა მათ, რადგან ტვირთის საწყობი აეროპორტს გამოეყო ცალკე კომპანიად სახელად «Lasare».


აეროპორტში მომუშავე ტვირთის პასუხისმგებელმა დისპეტჩერებმა შეწყვიტეს სატვირთო ფრენების გამოთვლები, ტვირთის საწყობ Lasare-ს კი არ ჰყავდათ თითმფრინავში ჩატვირთვისა და ბალანსირების გაანგარიშების სპეციალისტები.


ამრიგად, ტვირთის გადაზიდვისას, თვითმფრინავების დატვირთვა და მისი ბალანსირებული განლაგება არ კონტროლდებოდა.


არცაა გასაკვირი, ეს ის პერიოდია, როცა ახლად დაშლილ სსრკ-ს ყოფილ ქვეყნებში ყველაგან ქაოსია და ყველა სტრუქტურა მოშლილია.

1
134
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
134
  
0 1 1