x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"პო­პუ­ლა­რულ სპორ­ტსმენს გა­ქო­ცე­ბას უპი­რე­ბენ. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი კა­რი­ე­რა და­ამ­თავ­რე­ბი­ნონ"- რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე

image


ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე "ფე­ის­ბუქ­ის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც "ქართული ოცნების" მიერ ერთი ცნობილი სპორტსმენის დეპუტატად გახდომისა და მისი სიაში ჩაწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა პარლამენტის წევრი მისი ვინაობის დაკონკრეტებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს:


"ამ­ბო­ბენ, სიყ­ვა­რუ­ლი­დან სი­ძულ­ვი­ლამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი­აო.


თუ გინ­და, რომ ერთ დროს საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნი ქვეყ­ნის უმე­ტე­სო­ბას შეს­ძულ­დე, დე­პუ­ტა­ტი უნდა გახ­დე. თა­ვად დე­პუ­ტა­ტო­ბა კი არ არის სი­ძულ­ვი­ლის წყა­რო, არა­მედ ის, რის გა­კე­თე­ბა­საც გა­ი­ძუ­ლე­ბენ. შე­უძ­ლი­ათ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის მქო­ნე ძა­ლა­დო­ბის­თვის გა­მო­გი­ყე­ნონ, შე­უძ­ლი­ათ “ხალ­ხის ძა­ლის” მსგავს წარ­მო­ნაქ­მნში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა მოგ­თხო­ვონ და სა­მუ­და­მოდ მო­ღა­ლა­ტის იარ­ლი­ყი და­ირ­ტყა ზურ­გზე, შე­უძ­ლი­ათ რუ­სულ ან სხვა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ კა­ნო­ნებ­ზე გა­ი­ძუ­ლონ მხარ­და­ჭე­რა. მერ მოხ­დე­ბა ისე, როცა აპ­ლო­დის­მენ­ტებს ნაჩ­ვევ ადა­მი­ანს ქუ­შა­ში გა­მოს­ვლი­სას და­გის­ტვე­ნენ. ეს სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში.


ახლა ვამ­ჩნევ, რომ ერთ პო­პუ­ლა­რულ სპორ­ტსმენს გა­ქო­ცე­ბას უპი­რე­ბენ. არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, კა­რი­ე­რა ნა­ად­რე­ვად და­ამ­თავ­რე­ბი­ნონ და ახ­ლა­ვე სი­ა­ში ჩა­წე­რონ.


ზე­მოთ ნათ­ქვა­მი, ალ­ბათ ხალ­ხუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მი, ფრო­იდ­მა კი­დევ უფრო გა­ნავ­რცო: “სიყ­ვა­რუ­ლი­დან სი­ძულ­ვი­ლამ­დე ერთი ნა­ბი­ჯია, ხოლო სი­ძულ­ვი­ლი­დან სიყ­ვა­რუ­ლამ­დე კი­ლო­მეტ­რო­ბით ნა­ბი­ჯი”!" – წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე სოციალურ ქსელში.






0
194
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
194