საქართველო
"პოპულარულ სპორტსმენს გაქოცებას უპირებენ. არაა გამორიცხული კარიერა დაამთავრებინონ"- რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე
20 ივლისი, 14:31
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც "ქართული ოცნების" მიერ ერთი ცნობილი სპორტსმენის დეპუტატად გახდომისა და მისი სიაში ჩაწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა პარლამენტის წევრი მისი ვინაობის დაკონკრეტებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს:
"ამბობენ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო.
თუ გინდა, რომ ერთ დროს საყვარელი სპორტსმენი ქვეყნის უმეტესობას შესძულდე, დეპუტატი უნდა გახდე. თავად დეპუტატობა კი არ არის სიძულვილის წყარო, არამედ ის, რის გაკეთებასაც გაიძულებენ. შეუძლიათ ფიზიკური ძალის მქონე ძალადობისთვის გამოგიყენონ, შეუძლიათ “ხალხის ძალის” მსგავს წარმონაქმნში გაწევრიანება მოგთხოვონ და სამუდამოდ მოღალატის იარლიყი დაირტყა ზურგზე, შეუძლიათ რუსულ ან სხვა ანტისახელმწიფოებრივ კანონებზე გაიძულონ მხარდაჭერა. მერ მოხდება ისე, როცა აპლოდისმენტებს ნაჩვევ ადამიანს ქუშაში გამოსვლისას დაგისტვენენ. ეს საუკეთესო შემთხვევაში.
ახლა ვამჩნევ, რომ ერთ პოპულარულ სპორტსმენს გაქოცებას უპირებენ. არც ისაა გამორიცხული, კარიერა ნაადრევად დაამთავრებინონ და ახლავე სიაში ჩაწერონ.
ზემოთ ნათქვამი, ალბათ ხალხური გამონათქვამი, ფროიდმა კიდევ უფრო განავრცო: “სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, ხოლო სიძულვილიდან სიყვარულამდე კილომეტრობით ნაბიჯი”!" – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.