x
მეტი
  • 03.12.2024
  • სტატია:138648
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
72 საათში 5 მილიარდი ადამიანი მოკვდება: აშშ-ს ექსპერტებმა განიხილეს ბირთვული აკოპალიფსი

image

ექსპერტების აზრით, ხუთი მილიარდი ადამიანის განადგურებას მხოლოდ 72 წუთი დასჭირდება.


დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბულობის დონე კვლავ იზრდება და ექსპერტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მხარეებს შორის შესაძლო პირდაპირ შეტაკებაზე.


ამ კუთხით, ბირთვული იარაღის გამოყენება სრულიად რეალისტურ სცენარს წარმოადგენს, რომლის ფონზეც ექსპერტებმა სერიოზულად დაიწყეს განხილვა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებისა და ასეთი ქმედებების შედეგების შესახებ.


The Daily Mail-ის ჟურნალისტების თქმით, ამ შემთხვევაში „ასობით მომაკვდინებელი რაკეტა ჰაერში ამოვა შახტებიდან და ატომური წყალქვეშა ნავებიდან“.



კონფლიქტის სცენარის აღწერისას ექსპერტები საუბრობენ ამერიკული ქალაქების გადაწვაზე და ასობით მილიონი ადამიანის გაქრობაზე.


„მილიონობით ადამიანი დაიღუპება აგონიაში დამწვრობისა და რადიაციული მოწამვლისგან“, აღნიშნავს პულიცერის პრემიაზე ნომინირებული გამომძიებელი ჟურნალისტი ენი იაკობსენი თავის წიგნში „ბირთვული ომის სცენარები“.


იგი აღნიშნავს, რომ საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა მიზნამდე დაახლოებით 30 წუთში მიაღწევს, შემდეგ კი ამერიკა დაიწყებს კონტრშეტევას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.


ჟურნალისტის თქმით, სამხედრო ჩინოვნიკებთან, პოლიტიკოსებთან და წამყვან ექსპერტებთან, ექსკლუზიური ინტერვიუებზე დაყრდნობით( მათ შორის ბირთვული იარაღის შემქმნელებთან), ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, ხუთი მილიარდი ადამიანის განადგურებას მხოლოდ 72 წუთი დასჭირდება.


„ატომური თავდასხმა პენტაგონზე მხოლოდ დასაწყისია იმ სცენარისა, რომელიც კულმინაციას მიაღწევს ცივილიზაციის დასასრულით, ; ეს არის სამყაროს რეალობა, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ. ამ წიგნში მოთხრობილი ბირთვული ომის სცენარი შეიძლება ხვალ მოხდეს. ან უფრო ადრე, დღესვე“, - წერს იაკობსენი.


სხვა ექსპერტებმა წუთობრივი სიზუსტით გამოთვალეს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ბირთვული აპოკალიფსის სცენარი.



ამავდროულად, ამ დისკუსიებში კონფლიქტის დამნაშავეებად ჩრდილოეთ კორეელებს ასახელებენ, მაგრამ აღნიშნულია, რომ დღემდე ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ბირთვული იარაღი გამოიყენა, იყო შეერთებული შტატები.

0
306
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0