ესე ,,არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც ვერავის შეუყვარდა შენნაირად'' 14 ივლისი, 3:08 არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელმაც არ იცის რაზე ფიქრობ, როდესაც ჩუმად ხარ და ფანჯრის მიღმა ამინდების ცვლას აკვირდები...
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელსაც არასდროს მოუვა აზრად, დაითვალოს შენი პულსის სიხშირე და შეგიფაროს მხრებქვეშ, შემოდგომის ცივი წვიმებით შეშინებული... არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც შენი სულიდან დაბადებულ სიტყვებზე გაიცინებს და ვერ დაიჯერებს, კილომეტრებს რომ გამოივლი მის სანახავად ─ ასეთ კაცს არ შეუძლია შენი სიყვარულის ზიდვა
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელსაც სულაც არ აღელვებს, რომ მისი სიყვარულის გამო შენ რამდენჯერმე გაწირე სიცოცხლე.
არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელიც მშვიდად მოისმენს შენი ცრემლებით დამხრჩვალ ხმას, შემდეგ გიყვირებს და ფსიქიატრიულისკენ მიგითითებს ─ ეს მოვლენა უსათუოდ მიგიყვანს იქ! არ უნდა შეგიყვარდეს კაცი, რომელმაც იცის, რის გამო შეუყვარდა ქალი ─ ასეთები ვერასდროს შეძლებენ ერთგულებას!
არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც ვერ შენიშნავს მის თვალებს, შენში ღმერთად დაბადებულს. არასდროს შეგიყვარდეს კაცი, რომელიც “მორწმუნეა'' და არცერთხელ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ ეწამა მაცხოვარი მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარდა “მისნაირები''.
სწორედ ასეთმა კაცმა აწამა ჩემში დაბადებული ღმერთი
თათია ნებიერიძე
74 1-ს მოსწონს
|