x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უკრაინელი ხალხი დასავლეთს არაფერში აინტერესებს"-როგორ ეხმაურებიან ჩვენში უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზაციისგან გაათავისუფლებას
image

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, მთელ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული - 100%-იანი დაცვა აქვთ, - ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ გამოცემა „Судебно-юридическая газета “ წერს.


მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, მობილიზაციისგან ე.წ ჯავშანს ის ორგანიზაციები იღებენ, რომლებსაც ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებულ პერიოდში მოსახლეობისთვის სასიცოცხლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მთელ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული - 100%-იანი დაცვა აქვთ, საქართველოშიც გამოეხმაურნენ.




ეკა სეფაშვილი-„ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი:


უკრაინას არ აქვს ძალა ამ ეტაპზე რამე შეცვალოს, იმიტომ, რომ სამი ოპოზიციური ტელევიზია დახურეს და ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევნები არ არსებობს და ამ ეტაპზე დემონსტრაციების მოწყობის შესაძლებლობაც ნაკლებად აქვთ. აქედან ჩანს, რომ უკრაინელი ხალხი დასავლეთს არაფერში აინტერესებს. მათ ზრახვებს ვინც ახორციელებს, იგივე „ენჯეოებს“, რომლებიც დასავლეთის ინტერესებს ატარებენ, ჰპირდებიან ჯავშანს. აქ მახსენდება ნინო ლომჯარიას ნათქვამი, მირჩევნია ბომბების წვიმა, ვიდრე სირცხვილით დავიწვაო. ეს მაშინ თქვა, როცა ჩვენმა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი სანქციები არ დაუწესა რუსეთს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთელი ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან და გამალებული ვაჭრობის ფონზე სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი გაზრდილია კიდეც). თურმე რაში ყოფილა საქმე (მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ნათლად გამოჩნდა), როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას და მთელ არასამთავრობო სექტორს მაშინაც ჰქონდა გარანტიები, რომ ომი მათ არ შეეხებოდათ. წარმოიდგინეთ, რა დონის არაჰუმანურები და მორალისგან დაცლილები არიან, რომ ფიქრობენ მხოლოდ თავად იყვნენ კარგად და სხვებს რა მოუვათ არ აინტერესებთ, ადამიანები როგორ იქნებიან, არ აწუხებთ და არც სამშობლო ადარდებთ."



დავით ქართველიშვილი:


უკრაინის "დიდი პატრიოტის", საქართველოს "დაუძინებელი მეგობრის", იანუკოვიჩის პოლიტიკური პირმშოს, დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოს მსგავსად, ვინც თავისი სამობილიზაციო წვევამდელი შვილების დასავლეთში გაყვანა ვერ მოასწრო - დღეიდან ახალ შესაძლებლობათა პორტალი ეხსნებათ. კიევში აშშ-ს საელჩოს საკურატორო "ენჯეო" სექტორში დასაქმებულ "პატრიოტებს" ჯარიდან გათავისუფლების მუდმივი, ანუ რუსეთის დამარცხებამდე - ჯავშანი აქვთ.
გარდა იმისა, რომ უკრაინას ვირტუალური გადამრჩენი "წითელი ხიდი" შეუქმნეს, სადაც სამშობლოს დაცვას შეიძლება "გმირულად" თავი აარიდო, იმის წარმოდგენაც კი მძაფრავს, კორუფციაში თავით ჩაფლულ ქვეყანაში რამხელა ტარიფები დაუწესდებათ ელიტასა და მათ "მაჟორებს" ამ "ენჯეო"-ჯავშანის ქვეშ მოსახვედრად. ერთადერთ რამეს ვერ ითვალსწინებენ - ვისაც დღეს პირუტყვივით დასდევენ სოფლებისა და ქალაქების ქუჩებში, ფრონტზე სასაკლაოდ გასაგზავნად, იმ შემთხვევაში, თუ რაღაცამ სასწაულებრივად გადაარჩინა ისინი - ამ ყველაფერს ვერ დაივიწყებენ.
ხოლო, როდესაც ომი დასრულდება, მაშინ ელიტას, მათ "მაჟორებს" და მათ კურატორ საელჩოებს - მართლაც რომ მშვიდობის ეშინოდეთ!"

2
113
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
113
  
კონკრეტულად ამ სტატიას რაც შეეხება,ორივე გვატყუებენ და არც სცხვენიათ. უცხოეთიდან დაფინანსებულ ხალხს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები" დაარქვეს,ხოდა ახლა უკრაინელ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებს პატრიოტობას სთხოვენ? როდის გვატყუებენ,ენჯეოები მართლა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები არიან თუ პატრიოტები,რომლებმაც უნდა იბრძოლონ? შევიდეთ შინაარსში და გვითხრან,რატომ არ კიდიათ ერთ ადგილას,რას შვებიან უკრაინელი ენჯეოები ან გაწვევის სამსახურები? ან თუ უცხოეთის აგენტები არიან ენჯეოები,მაშინ რატომ არ იჭერენ ან ხვრეტენ? გაგვარკვიოს ეკაკომ და დათიკომ,დაიბნა ხალხი და ვერაფერი გაიგო.გვითხარით ბატონო,ნომრიანი აგენტობა და უცხო ქვეყანაზე მუშაობა დასჯადი ქმედება არის თუ არა?
რაღა უკრაინაში გაიქეცით,აქ ეგრე არ ხდებოდა ან ხდება? თქვენი აზრით,გარდა იმ პირებისა,ვინც ამჟამად მსახურობს ჯარებში,ვის გამოიძახებენ საომრად საქართველოში? იმ ხალხს,ვისაც გავლილი აქვს სამხედრო სამსახური,როგორც სავალდებულო,ისე ყოფილ კონტრაქტორებს. მავანი იკითხავს,რა შუაშია ეს ამბავი ენჯეოებთან ან უკრაინასთან,თუმცა თავშია. რამდენი პოლიტიკოსი იცით,ვინც თვითონ არის ჯარებში ნამყოფი ან მათი შვილები მსახურობდნენ? მე ერთი ვიცი და იმას შვილი არ ყავს მგონი,გირჩელი ჰერმან საბო და არ არის სირცხვილი,მთელ პარლამენტში ერთის მეტი დეპუტატი არ მოიძებნა,ვისაც დამოუკიდებელი საქართველოს ჯარებში ნამსახურები არ აქვთ. იქ უკრაინა არის და დიდი ხანი გრძელდება ომი,ხოლო საქართველოში რამდენ ხანს გაგრძელდება? ერთი თვე თუ ორი? გამოდის რო ელიტის შვილები ვერ წავლენ ომში რომც უნდოდეთ,რადგან მათ გადამზადებას დრო დასჭირდება და მაგ დროში ომი აღარ იქნება. ნუ ენჯეოშნიკები გასაგებია და ვის რა ჩემს ყ ლ ე დ უნდა ჯარში,ნომრიანი აგენტები არიან და პირიქით,უნდა ყრიდნენ ეგეთებს იქედან. ეს არის გათვლა და მიზანმიმართული ქმედება,რათა გაწყდეს ქართველი ერი და ქართველი ხალხი სიბეცისგან ამთქნარებს,თითქოს თვითონ ინდოელი იყოს. დეზერტირები და აგენტები მართავენ ქვეყანას,ხოდა მშვიდობა რო არის ქვეყანაში,ეგ არის გასაკვირი და სასწაული ამბავი
0 1 2