x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"წესი წესია და პატივი უნდა სცე სხვის წესს, რაოდენ უცნაურად ან აბსურდულად არ უნდა მიგაჩნდეს"-ზურაბ გურული
image

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც აშშ-დან ჩამოსულ ემიგრანტ ქართველს სამების მღვდელი თეიმურაზ ბერიშვილი შორტების გამო ტაძარში არ შეუშვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული.


"წლების წინ, ისტამბულში, სულთან აჰმედის ცისფერ მეჩეთში შესვლისას ფეხსაცმელების გახდა რომ მომთხოვეს და რატომღაც არ ვიყავი ფეხშიშველა სიარულის განწყობაზე საჯარო ადგილას, მშვიდად და პატივისცემით გამოვედი იქედან, არანაირი წყენა არ ჩამრჩენია გულში.


ერთერთ ფეშენებლურ ამერიკულ რესტორანში, პიჯაკი და ჰალსტუხი რომ მომთხოვეს შესასვლელად და სასადილოდ, არ ვისურვე იქაური "სარეზერვო" პიჯაკის ჩაცმა და არც ყელში საბელწაჭერილი სადილობის ხასიათზე ვიყავი და წავედი მშვიდად სხვა რესტორანში. არც იქ ჩამრჩენია არანაირი წყენა გულში.



წესი წესია და პატივი უნდა სცე სხვის წესს, რაოდენ უცნაურად ან აბსურდულად არ უნდა მიგაჩნდეს.


ქართული ეკლესიის მიერ შემოღებული დრეს-კოდიც ასევეა. შესაძლოა არ ეთანხმებოდე, არ მოგწონდეს, უაზრობად მიგაჩნდეს, მაგრამ პატივს უნდა სცემდე, თუ იქ შესვლა გსურს.


დრეს-კოდი ზოგადად დამსწრე საზოგადოების პატივსაცემადაა შემოღებული და არა რომელიმე ღვთაების. ღმერთებისთვის სულერთია როგორ წარვდგებით მათ წინაშე, სრულიად შიშვლებს გვიცნობენ და იმიტომ.


შესაბამისად, ადამიანები დაგსჯიან მათ მიერ შემოღებული წესების გამო ადამიანურად და არაფერია ამაში გასაკვირი. ასე ყოფილა დასაბამიდან და ასე იქნება მუდამ ადამიანთა სამყაროში.


არ მოგწონს? მაშინ სცადე თავად შექმნა წესები"-წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.



0
486
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0