მხატვრობა 5 ნახატი, რომელმაც დაღუპა ავტორის მუზა 16 ივლისი, 10:58 არსებობს უამრავი ჭორი, რომლებიც ამა თუ იმ მხატვრის ცხოვრებას, ავადმყოფობას და სიკვდილს ავრცელებენ და ასეთი, ცრუ სახით გადაეცემა თაობებიდან–თაობებს. გარკვეული რელიგიები კი საერთოდ კრძალავენ პორტრეტების ხატვას. ხოლო, რაც ცნობილია ნახატი, მით უფრო უცნაურია მისი ისტორია.
![]() ხდება ისეც, რომ ვიღაცის არასწორი პროგნოზი ზიანს გვაყენებს, ამის მაგალითად კი გთავაზობთ 5 ფოტოს, რომელთა საინტერესო ისტორიაში შეიტყობთ, თუ როგორ დაღუპეს მხატვრები მათმა ნახატებმა. 5 ნახატი, რომელმაც დაღუპა ავტორის მუზა1. "ქალი ლურჯებში" და "ავადმყოფობა". ![]() ელიზაბეტ მარტინოვა ფერწერის მოდელი გახდა, რომელიც მხატვარმა კონსტანტინ სომოვიმ შეასრულა. აი, რას წერს პორტრეტის შესახებ ელიზაბეტის მეგობარი: "რა უქნა მხატვარმა ამ ტრიუმფალურ სახეს, სიცოცხლითა და სინათლის სხივით სავსე თვალებს! მათში ღრმა, ფარული ტკივილი და მწუხარება, სიმწარე და უკმაყოფილებაა. როგორ შეეძლო მას ამ სილამაზისა და სინაზის ასე მტკივნეულად გამოხატვა". გარკვეული დროის შემდეგ მხატვარმა ფილიპ მალიავინმა დახატა პორტრეტი " ავადმყოფი", რომელზეც ახალგაზრდა ავადმყოფი გოგოა ასახული. ეს გოგო კი ელიზაბეტ მარტინოვაა. ![]() 2. "ჯოკონდა". ენერგო ვამპირი. ![]() შეგახსენებთ, რომ პორტრეტის ორიგინალი ვერსია ინახება ლუვრის მუზეუმში. მუზეუმის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ბევრ დამთვალიერებელს მისი პორტრეტი უღვივებს რისხვას, შლის ჭკუიდან. გარკვეული პაუზის დროს, ნახატი ფერმკრთალი ხდება, ხუნდება, ხოლო როგორც კი ხალხი შედის, თითქოს ფერები უბრუნდება ძველ სიცოცხლეს. 3. "დანაია". ცხოვრების შემწოვი. ![]() რემბრანდტის მეორე ცოლიც მალევე გარდაიცვალა და ისიც ხშირად პოზირებდა ქმრისთვის. 4. "მარია ლოპუხინის პორტრეტი". ქალწულის წყევლა. ![]() ამ პორტრეტზე გამოსახული მარია ლოპუხინა 21 წლის ასაკში, დახატვიდან 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა. მალევე გარდაიცვალა მისი მეუღლე სტეფანიც, რომელმაც მხატვარს ვლადიმერ ბოროვიკოვსკის შეუკვეთა ცოლის ეს პორტრეტი. მარიას ჯერ შვილებიც კი არ ყავდა გაჩენილი, ფილტვები გადაეწვა და მოკვდა. თავად პორტრეტს უკავშირებენ მისტიურ ისტორიებს, ყველა გასათხოვარი, ვინც პორტრეტს შეხედა, მოკვდა. დადიოდა ჭორები, რომ პორტრეტმა ათასობით გოგო მოკლა, თუმცა ისტორიები შეწყდა მას შემდეგ, რაც პორტრეტი ტრეტიაკოვის გალერეაში წაიღეს, თითქოს მან იქ თავისი ადგილი ჰპოვა. 5. "ივან გროზნი კლავს ვაჟს". შეწუხებული სული. ![]() რამდენიმე ვერსიის თანახმად, მხატვარმა გააბრაზა მეფის სული, რადგან იმ პერიოდში, სხვა ნახატების შემთხვევაშიც, რომლებსაც მხატვარი შეკვეთით ხატავდა, რეპინის ახლობლებმაც უბედურება განიცადეს. სხვათა შორის, ნახატის სიუჟეტი ავტორის გამოგონილია და სინამდვილეში ივან გროზნის არ მოუკლავს ვაჟი. ექპერტიზის დასკვნით უფლისწული მოიწამლა იმ ნივთიერებით, რომელსაც იმ დროს მედიკამენტებსა და კოსმეტიკაში ურევდნენ. 175 2-ს მოსწონს
|