x
მეტი
  • 04.08.2024
  • სტატია:136346
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510583
"როგორ შეიძლება, ხალხი დაიხოცა” - მერაბ მეტრეველი სოფო ჭყონიას

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, სოციალურ ქსელში "კოკა-კოლას" ყოფილ ქარხანასთან დაკავშირებით კრიტიკულ პოსტს ავრცელებს და იქ არსებული გაუსაძლისი სიცხის გამო ზემოაღნიშნულ ლოკაციას "კრემატორიუმს" უწოდებს. მეტრეველის თქმით, "კოკა-კოლას" ყოფილ ქარხანაში ის ახალი ორგანიზაციის პრეზენტაციაზე იყო მისული, თუმცა "ივენთ-ჰოლის" ნაცვლად მას ადგილზე "კრემატორიუმი" დახვდა. მეტრეველის თქმით, ასეთი დარბაზის "ჟესტისგან" აგება უბრალოდ დაუშვებელია:


"კოკა-კოლას" ყოფილ ქარხანაში "ივენთ-ჰოლის" გაკათება გადაუწყვრტიათ და კრემატორიუმი გამოსვლიათ.


როგორ შეიძლება "ჟესტისგან" ასეთი დარბაზის აგება! ახალი ორგანიზაციის პრეზენტაციას ვესწრები და ხალხი დაიხოცა სიცხისგან. "- დაწერა მერაბ მეტრეველმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომელსაც კომენტარებში მალევე "Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi"-ის დამფუძნებელი და ასევე "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია გამოეხმაურა, რომლის კომენტარსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:


"ივენთ ჰოლის” გაკეთებას არ ვგეგმავთ. კრემატორიუმის უკვე დაწყებულია. რემონტის პროცესია და სურვილი ვისაც აქვს თავისი ღონისძიება ჩაატაროს, არჩევანი მათია. ჩვენ არავის ვუმალავთ რომ ჯერ შენობა დასრულებული არ არის და სამწუხაროდ ჯერ თბილისის სიცხეს ვერ ვაკონტროლებთ."- ვკითხულობთ სოფო ჭყონიას საპასუხო კომენტარში.


შეგახსენებთ, რომ "კოკა-კოლას" ძველი ქარხნის ტერიტორიაზე ახალი კულტურული სივრცე იქმნება, რომელზეც "Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi"-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი სოფო ჭყონია მუშაობს. მოდა, ხელოვნება და დიზაინი – ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც თბილისში, წერეთლის გამზირზე მოეწყობა კინოსტუდია, საკონცერტო დარბაზი, სატელევიზიო სივრცეები და ტექნოლოგიური ჰაბი.







0
255
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
255