x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსეთის დუმაში ითხოვენ, აიკრძალოს თურქული სერიალები
image

რუსეთის სახელმწიფო დუმაში ითხოვენ აიკრძალოს თურქული სერიალები



რუსეთში თურქული სერიალები აკრძალვა მოითხოვა სახელმწიფო სათათბიროს ოჯახის დაცვის, მამობის, დედობის და ბავშვობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი მილონოვმა მოითოხვა . მის სიტყვებს რადიოსადგური «Говорит Москва» (ლაპარაკობს მოსკოვი) ციტირებს.


მილონოვმა რუსეთში პოპულარულ მრავლსერიან თურქულ ფილმებს უწოდა "სრული სისულელე", რომელიც მაყურებელს არასწორ წარმოდგენას აძლევს თურქეთში ცხოვრების შესახებ. „ყველა ეს ნატაშას შთანთქმელები... ეს ქაბაბის გამყიდველები, რომლებმაც უცებ გადაწყვიტეს, რომ კარგი მსახიობები არიან. თურქეთში არც ერთი ინტელექტუალური მსახიობი არ არის, ყველა აბსოლუტურად უნიჭო, იაფფასიანი ტაკიმასხარები არიან“, - აღშფოთებული ამბობს მილონოვი.



დეპუტატმა აღნიშნა, რომ თურქული პროექტები არის „ცრუ ზღაპრები“, რომლებიც რუსი ქალების გონებაში უცხოელების არარეალურ სახეს ქმნიან. „დაე აჩვენონ, როგორები არის სინამდვილეში, წავლენ იქ და ნახავენ ჯოხით როგორ სცემენ. ბავშვებს წაართმევენ და გააგდებენ, თუ მის საწინააღმდეგო სიტყვას იტყვი“, - დაასკვნა მან.


ადრე თურქული სერიალი "დააკაკუნე ჩემს კარზე" ყველაზე პოპულარული შოუ გახდა რუს ქალებში. რომანტიკული კომედიის სიუჟეტი ბიზნესმენ სერკან ბოლატსა და ყვავილების მაღაზიის თანამშრომლის ედა ილდიზის ურთიერთობაზეა.


მთავარ ფოტოზე: კადრი სერიალიდან "დააკაკუნე ჩმეს კარზე".


სულ ცოტა ხნის წინ ვწერდით თურქ ლამაზმანზე, მსახიობ ბურჯუ ინიჯიმზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დნმ ტესტის პასუხი მიიღო, საიდანაც დადგინდა მისი წარმომავლობა:


„დნმ-ის ტესტი გავიკეთე. აღმოჩნდა, რომ მე ქართველი ვარ, ლაზი. ჩემი ფესვები კავკასიიდანაა. როცა დნმ-ის ტესტი გავიკეთე, გავარკვიე, საიდან ვარ წარმოშობით და გამიკვირდა“, - თქვა მან.(მიყევი ბმულს)

0
159
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0