x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
20 ისტორიული ფაქტი, რომლის შესახებ თქვენთვის სკოლაში არ მოუყოლიათ

image


ზოგჯერ ერთმა პატარა დეტალმაც კი შესაძლოა ისტორიისადმი თქვენი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალოს. მაგალითად, იცოდით, მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰეროინს ხველების სამკურნალოდ რომ იყენებდნენ? ან ის თუ გაგიგიათ მე-19 საუკუნეში ნიუ-იორკის პოლიციის მთავარი იარაღი კასტეტი რომ იყო? წარმოგიდგენთ საინტერესო ისტორიულ ფაქტებს, რომელთა შესახებაც თქვენთვის სკოლაში არ მოუყოლიათ.


image


არგენტავისი დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდ ფრინველად ითვლება, რომელიც თანამედროვე არგენტინის ტერიტორიაზე 5 - 8 მილიონი წლის წინ ბინადრობდა და დაახლოებით 60 - 80 კგ იწონიდა.


image


მუსიკოსები, რომლებიც "ტიტანიკზე" პანიკაში მყოფი ხალხის დასამშვიდებლად ბოლო წუთამდე შეუჩერებლივ უკრავდნენ



image


ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე


image


ატომური დაბომბვის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანისგან დარჩენილი სილუეტი, ჰიროსიმა, 1945 წელი




image


ფრანგი ილუსტრატორების მიერ 1924 წელს წარმოდგენილი მომავალი ტექნოლოგიები



image


შვედეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი მე-9 საუკუნის ვიკინგების ბეჭედი არაბული წარწერით: "ალაჰისთვის"



image


"მარია დასაძინებლად მიდის" პირველი ეროტიკული ფილმი გახლავთ, რომლის პრემიერაც 1896 წელს, პარიზში შედგა



image



მე -20 საუკუნის დასაწყისში ჰეროინს ხველების სამკურნალოდ იყენებდნენ



image


ძველ რომში გზებს ასე აგებდნენ


image



ასე აკეთებდნენ კბილის პროთეზებს ძველ რომში



image


ცნობილი გერმანული მოდის სახლი "Hugo Boss" -ი ნაცისტებს ფორმას უკერავდა



image


ასე გამოიყურებოდა შიგნიდან პირველი მსოფლიო ომის დროინდელი წყალქვეშა ნავი



image


3000-ზე მეტი წლის სვასტიკა, რომელიც სანამ ნაცისტური რეჟიმის მთავარი სიმბოლო გახდებოდა, ის ნაყოფიერების, კეთილდღეობის, აღორძინებისა და მზიური სიბრძნის სიმბოლოდ ითვლებოდა


image


ასე გამოიყურებოდა ბრიტანეთის იმპერიაში მოახლეების საწოლი მდიდართა სახლში, 1843 წელი



image


ბერლინის ხედი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე



image


ამ მამაკაცებს ერთი და იგივე სახელი და გვარი ჰქონდათ, ერთსა და იმავე ციხეში, ერთსა და იმავე სასჯელს იხდიდნენ, გარეგნობაც რაღა თქმა უნდა, იდენტური ჰქონდათ. ისინი ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან და ერთმანეთის არც ნათესავები იყვნენ. სწორედ მათი საქმე გახდა მიზეზი იმისა, რომ სასამართლო სისტემაში თითის ანაბეჭდების პრაქტიკა შემოიღეს.


image


მაღვიძარას გამოგონებამდე მერი სმიტის მსგავსი ადამიანები არსებობდნენ. ის ცნობილი იყო როგორც "knocker-upper"-ი. მის მოვალეობაში შედიოდა მუშების გაღვიძება, ხოლო ვინც მეორე სართულზე ცხოვრობდა, ქალბატონი მერი მათ ფანჯარას ხმელ ბარდას ესროდა.


image


ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო და შემზარავ მუმიებად სწორედ გუანახუატოს მუმიები ითვლება. მათი გაყინული, დამახინჯებული სახეები იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ცოცხლად დამარხეს.




image


1864 წელს კასტეტი ნიუ - იორკის პოლიციის მთავარი იარაღი იყო







0
405
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
405