x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ამაზრზენობა: აი, ასე გამოიყურებიან ისინი, ვინც გოგოების მდიდრულ ცხოვრებას უზრუნველყოფენ

image


სწორი მოტივაცია განვითარების გასაღებია! თუ თქვენს შვილს სწავლის სურვილი არ აქვს და განათლების მიღებაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს, უბრალოდ აჩვენეთ მას ეს ფოტოები. სწორედ ისინი დაანახებენ მას წარმატებული მომავლის მთელ არსს და დღევანდელი ახალგაზრდობის მორალურ პრინციპებს. აღნიშნულ პოსტში მსურს წარმოგიდგინოთ მილიონერები და უბრალოდ შეძლებული ადამიანები, რომლებმაც საკუთარ სფეროში არნახულ წარმატებას მიაღწიეს და ახლა შეუძლიათ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ნებისმიერი გოგონა აირჩიონ. რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს, სწორედ ასეთია თანამედროვე რეალობა.



imageimage


გგონიათ, ამ ლამაზ გოგონებს ლაჟვარდოვან სანაპიროებზე კომპანიონობას ასეთი ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭები უწევენ?


image


ცდებით, სწორედ აი, ასე გამოიყურებიან ის "მამიკოები", ვინც ახალგაზრდა გოგონების ყველა კაპრიზსა და აკვიატებას რეალობად აქცევენ. არ მსურს იმ ახალგაზრდა ლამაზმანების იმედგაცრუება, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებსა და მდიდრულ ტროპიკულ სანაპიროებზე ჯადოსნურ მოგზაურობაზე ოცნებობენ, მაგრამ იცოდეთ რომ "ტკბილ" და უზრუნველ ცხოვრებას ბონუსად სწორედ აი, ასეთი თანმხლები პირებიც მოჰყვებიან.


image


რა თქმა უნდა, სულაც არ არის აუცილებელი ისინი სწორედ ასე გამოიყურებოდნენ, აქ ისინი უბრალოდ სიმბოლურად არიან წარმოდგენილი, მაგრამ 100 -დან 99 შემთხვევაში, ახალგაზრდა ლამაზმანების უდარდელ ცხოვრებას სწორედ ასეთი მამრები აფინანსებენ.


imageimage


სხვა სიტყვებით ამას შეიძლება ერთგვარი გარიგებაც კი ვუწოდოთ. თავად ნახეთ, შეძლებული ასაკოვანი მამაკაცები მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, სიმდიდრისა და ქონების დასაგროვებლად მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, ახლა კი ისინი თავიანთი მომხიბვლელი თანამგზავრების ახალგაზრდობასა და სილამაზეს ყიდულობენ, რომელთა უმეტესობასაც "დროებითის" სტატუსი აქვს, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ არც გოგონები რჩებიან წაგებული.

imageimageimage



ისინი ხომ თავიანთ თავს დამქანცველი ვარჯიშებით, ათასგვარი კოსმეტიკური მანიპულაციებითა და მოსაწყენი დიეტებით ამაოდ არ ტანჯავენ. ცხადია, რომ გაღებული ძალისხმევისთვის მათ შეძლებული "სპონსორების" მხრიდან სათანადო დაფასებაც სჭირდებათ.



imageimage


მართალია, ყველას საკუთარი გზა აქვს და არც არავის აქვს ვინმეს განკითხვის უფლება, თუმცა შემდეგ ჯერზე, როცა გლამურული გოგონების მდიდრულ ფოტოებს, გულდაწვეტით თვალს შეავლებთ უბრალოდ იცოდეთ რა გზით მიაღწიეს მათ ამას, და გსურთ თუ არა თქვენც ასეთი "გლამურული" ცხოვრება?


image










0
1387
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1387