სხვა მსოფლიო მონარქების 7 უცნაური ჩვევა, რომელიც თავისი სიველურით შოკში ჩაგაგდებთ 2 ივლისი, 15:50 ისტორიამ ბევრი ისეთი ცნობილი პიროვნების სახელი შემოინახა, რომელიც საკმაოდ უცნაური, ზოგჯერ კი, ექსცენტრული ჩვევებითა და არაორდინარული ქცევებით გამოირჩეოდა, თუმცა იყვნენ ისეთი მმართველებიც რომელთა უცნაურობებს ძნელია რომ ამაზრზენი არ უწოდო. დღეს, სწორედ იმ მსოფლიო მონარქების 7 უცნაურობას წარმოგიდენთ, რომელიც თავისი სიველურით შოკში ჩაგაგდებთ.ჰენრი VIII - ბრიტანეთის მეფემეფეს ყოველთვის თან საგანგებოდ შერჩეული ბიჭი ახლდა, რომელსაც მონარქისთვის პორტატული ტუალეტი დაჰქონდა, მას გახდაშიც ეხმარებოდა და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ უკანალსაც უსუფთავებდა. ასეთ ახალგზრდებს "ტუალეტის ბიჭს" უწოდებდნენ და როგორც წესი, მათ მეფესთან დაახლოებული კეთილშობილური ოჯახებიდან ირჩევდნენ. "უკანალის მწმენდავის" თანამდებობა ინგლისში დაახლოებით 4 საუკუნის განმავლობაში არსებობდა.კრისტიან VII - დანიის მეფეოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელს, ფრედერიკ V-ისა და დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ვაჟს - კრისტიან VII ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და გამუდმებით მასტურბაციით იყო დაკავებული. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენჯერმე დანიის პარლამენტის სხდომაც კი ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ. მსგავსმა შეკრებებმა დანიის კარზე არსებული პრობლემა ვერ მოაგვარა.ხუანა I შეშლილი - ესპანეთის დედოფალიმეუღლის, ფილიპე I-ის გარდაცვალებამ დედოფალს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეუქმნა, ჭკუიდან შეშლი ხუანა გარდაცვლილის ცხედარს მთელი წლის განმავლობაში საკუთარ ოთახში ინახავდა და მას როგორც ცოცხალს ისე ეპყრობოდა. მის შესახებ დასმულ ყველა კითხვაზე გარშემომყოფებს დედოფალი მტკიცედ პასუხობდა, რომ მისი ქმარი მალე გაიღვიძებდა.ჩარლზ II - ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფეჩარლზ II სტიუარტი მსოფლიოში ცნობილი თავისი უჩვეულო პარიკის წყალობით გახდა: რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მეფემ ის სწორედ იმ საყვარლების ბოქვენის თმისგან დაამზადებინა, ვისთან ის სარეცელს იყოფდა.მარია ელეონორა ბრანდენბურგელი - შვედეთის დედოფალიამ ქალბატონმა კი სახელი იმით გაითქვა, რომ გარდაცვლილი მეუღლის, შვედეთის მეფის გუსტავ ადოლფის გულს სპეციალურ ზარდახშაში, საკუთარ საწოლთან ინახავდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ზარდახშასთან რამდენიმე ღამე მისმა პატარა ქალიშვილმაც გაატარა, რის შემდეგაც გოგონამ სერიოზული ფსიქიკური ტრავმა მიიღო, რისგანაც სიცოცხლის ბოლომდეც კი ვერ განიკურნა.ფარუკი - ეგვიპტის მეფეეგვიპტის მმართველი მთელს მსოფლიოში ცნობილი თავისი პორნოგრაფიული ფილმების კოლექციით გახდა, რომლებზეც ძირითადად, არაბი კაცების ახალგაზრდა ბიჭებთან სქესობრივი აქტი იყო აღბეჭდილი. 1952 წლის ეგვიპტის რევოლუციის დროს მისი ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ მისი "ოქროს კოლექციაც" მთლიანად გაიძარცვა."მეფე - მზე" ლუი XIV - საფრანგეთის მეფერაც შეეხება ამ მონარქს ის ყველა სხვა დანარჩენისგან რადიკალურად გამოირჩეოდა. ჭორების თანახმად, მეფეს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება პირდაპირ საკუთარ ტახტზე უყვარდა და ამის გაკეთებას არც შეხვედრების დროს ერიდეობდა. "მეფე - მზეს" საპირფარეშოს გაგონებაც კი არ სურდა, ხოლო უსიამოვნო სუნი რამენაირად რომ გაექრო მონარქმა მთელს სასახლეში ყვავილები დაარგვეინა, ის ასევე დიდი რაოდენობით სუნამოსაც იყენებდა.314 შეფასება არ არის |