x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
15 საინტერესო ფაქტი ძველი რომის შესახებ, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ძველი რომის შესახებ ჯერ კიდევ სასკოლო ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ვიცით. ზოგიერთი ფაქტი მისი მცხოვრებლების შესახებ ყველაზე მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანსაც კი აოცებს, ზოგიერთს სასაცილოდ და აბსურდულად ეჩვენება, ხოლო აი, ზოგს კი რომაული ტრადიციები უბრალოდ - საგონებელში აგდებს, მაგრამ თქვენ, რომელიც ახლა ამ სტატიას კითხულობთ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ყველაფერი იცით ძველი რომის შესახებ? შესაძლოა, სტატიაში წარმოდგენილი ზოგიერთი ფაქტი თქვენთვისაც კი ნამდვილ აღმოჩენად იქცეს. მოკლედ, თქვენს ყურადღებას ამჯერად, ძველი რომის 15 ყველაზე წარმოუდგენელ და უცნაურ ფაქტზე შევაჩერებ. მაშ ასე...






1. ძველ რომში არა მხოლოდ გლადიატორებს, არამედ მათ სისხლსაც კი აფასებდნენ


image


ექიმები მის დალევას უნაყოფობითა და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს ურჩევდნენ. მედიკოსების აზრით, გლადიატორთა სისხლი ეფექტური ასევე სხვა დაავადებების სამკურნალოდაც იყო.



2. იისფერი ტანსაცმელი სტატუსად ითვლებოდა


image


მისი ტარება მხოლოდ იმპერატორებს ან სენატორებს შეეძლოთ, ხოლო იმისთვის რომ ტანსაცმლის ფერი მკვეთრი და ხასხასა ყოფილიყო, მას მეწამული მურექსის მოლუსკებისგან დამზადებული საღებავით ღებავდნენ, თუკი იისფერ ტანსაცმელს იმპერატორის გარდა სხვა ვინმეც ჩაიცვამდა ეს სახელმწიფო ღალატად ითვლებოდა.






3. ლეგენდის მიხედვით, კლავდიუსის მესამე ცოლი, ვალერია მესალინა, ნიმფომანი იყო


image


ისტორიკოსების თქმით, მას წყვილებისთვის ინტიმური ურთიერთობის დროს თვალყურის დევნა უყვარდა და ყველაზე ვნებიანი პარტნიორის ტიტულისთვის მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებს შორის შეჯიბრებებსაც კი აწყობდა.




4. ძველ რომში მამაკაცის რეპროდუქციული ორგანო დიდად ფასობდა


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მამაკაცის სასქესო ორგანოს თაბაშირის ასლს თილისმადაც კი ატარებდნენ, ძველი რომაელების აზრით, მამაკაცის ამ ორგანოს წარმატება მოჰქონდა. მეტიც, მას ბოროტი სულების განსადევნად კარებზე ზარის ნაცვლადაც კი კიდებდნენ.





5. ცაციები უიღბლოდ ითვლებოდნენ



image


თავდაპირველად სიტყვა "ავბედი" ლათინური "sinister" -დან იყო აღმოცენებული, რაც "მარცხნივ"-ს ნიშნავდა, მოგვიანებით კი მან "ბოროტების" და "უიღბლოს" მნიშვნელობაც შეიძინა.






6. იმპერატორ კალიგულას ერთი ძალიან უცნაური ჩვევა ჰქონდა



image


საზოგადოების წინაშე გამოჩენა მას ქალის სამოსში უყვარდა.





7. კალიგულას საყვარელი ცხენი - ინციტატი - მარმარილოს თავლაში ცხოვრობდა, რომელიც სპილოს ძვლით იყო ინკუსტირებული


image


ექსტრავაგანტული იმპერატორი საყვარელი ცხენის კონსულად დანიშვნასაც კი ცდილობდა, რომელიც რომის რესპუბლიკის უმაღლესი არჩევითი თანამდებობა გახლდათ.





8. ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში პოეტი - გაიუს ვალერიუს კატულუსი ცხოვრობდა


image


ერთ-ერთ ლექსში მან თავის ორ მთავარ კრიტიკოსს ისეთი უხამსი ლექსიკით მიმართა, რომ პოეტური ნაწარმოები ლათინურიდან მე-20 საუკუნემდე არ ითარგმნა.






9. ძველ რომაელებს არც ზიარების საიდუმლო და არც ადრეული ქრისტიანების ესმოდათ


image


პურის და ღვინის გამოყენებას კი, რომელიც ქრისტეს სისხლსა და ხორცს განასახიერებდა, ისინი კანიბალიზმად თვლიდნენ





10. საზოგადოებრივი ტუალეტები არა მხოლოდ პირდაპირ დანიშნულებას ასრულებდა, არამედ კომუნიკაციის ადგილადაც ითვლებოდა


image


ძველ რომში 140-ზე მეტი საზოგადოებრივი ტუალეტი იყო.





11. შეძლებული რომაელები მდიდრულ ნადიმებს აწყობდნენ, რომლებიც როგორც წესი, საათობით გრძელდებოდა


image


გამომდინარე იქიდან რომ მდიდარი რომაელების დეკადენტური ბანკეტები საათობით გრძელდებოდა, სუფრის წევრებს დიდი რაოდენობით საკვების მიღების შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ ისინი გულისრევასა და პირღებინებას ხელოვნურად იწვევდნენ.






12. ქალებში ყველაზე პოპულარული თმის ფერი - წითელი და ქერა იყო


image


რომაელი ქალბატონები ამ ფერების მისაღწევად ყველა საშუალებას - თხის ცხიმს, წიფლის ნაცარს, ხნას, ზაფრანს და მათეთრებელსაც კი იყენებდნენ.






13. ძველი რომაელები სისუფთავის დიდი მოყვარულები იყვნენ და ჰიგიენას სათანადოდ აფასებდნენ


image


ისინი საპნის ნაცვლად სპეციალურ არომატულ ზეთებს იყენებდნენ, რითიც სხეულს იბანდნენ, შემდეგ კი კანს სპეციალური ჯაგრისით იფხეკდნენ, რომელსაც "სტრიგილი" ერქვა.







14. რომაული ტოგა რომის იმპერიის კუთვნილების სიმბოლოს წარმოადგენდა


image


მისი ტარება ყველას არ შეეძლო, ტოგას მორგების პატივი მხოლოდ თავისუფლად დაბადებულ რომის შვილებს ჰქონდათ. ქალები კი ატარებდნენ სტოლას - გრძელ ტრადიციულ სამოსს მკლავებით ან მის გარეშე.





15. შარდში ამიაკის შემცველობის გამო მას ტანსაცმლის საწმენდ საშუალებად იყენებდნენ


image


ძველი რომაული ქიმწმენდის თანამშრომლები მას მთელ ქალაქში აგროვებდნენ. აი, ასეთ უცნაურ და ველურ ქმედებებს სჩადიოდნენ რომაელები ძველ რომში. თითოეულ ეპოქას თავისი მახასიათებლები და უცნაურობები გააჩნია, და ვინ იცის, შესაძლოა, საუკუნეების შემდეგ მომავალი თაობაც იგივენაირად იყოს გაოცებული ჩვენი ჰამბურგერებისადმი და დახეული ჯინსებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო.




0
3688
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3688