პარამეცნიერებები 2030 წლამდე, ყველა ქვეყანა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა – ამერიკელი ნათელმხილველის პროგნოზი 12 ივლისი, 11:13 კარმას კანონი, მხოლოდ ადამიანებზე კი არა, ქალაქებზე, ქვეყნებზე და კონტინენტებზეც კი მოქმედებს. ედგარ კეისი – მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი ამტკიცებდა, რომ ყველა კარმული ვალი, 2030 წლამდე, გაცემული იქნება... ხოლო, ამის შემდეგ, ნათელი ძალები, ბნელი ძალების წინააღმდეგ ამბოხდებიან და იქნება დიდი ბრძოლა, უფრო სწორედ, – არმაგედონი. ამ ბრძოლაში კი, ყველა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა... არმაგედონის ნიშნები 2018 წლის გაზაფხულზე, ჩინეთში, ირანში და ინდოეთში თევზის წვიმა მოვიდა. ამის გამო, შოკში, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა კი არა, მეცნიერებიც ჩავარდნენ, რადგან თევზის «ნალექი», წყლიდან ძალიან შორს დაეცა. თანამედროვე მეცნიერებას, ამ მოვლენების ახსნა ჯერ არ შეუძლია. მაგრამ, ხალხი დარწმუნებულია, რომ ასეთი მოვლენები, კარგის ნიშანი არ უნდა იყოს... აშშ ედგარ კეისმა (18. 03. 1877 – 03. 01. 1945) თავის ხილვებში, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ბირთვული აფეთქებები დაინახა (კეისი მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე ეს მოხდებოდა) და ამერიკას ატლანტიდის ბედი უწინასწარმეტყველა. ნათელმხილველის თქმით, შეერთებული შტატების ბოლო – ნგრევა და განადგურება იქნება, რადგან ქვეყანა, საკუთარი დევიზის – «ჩვენ ვენდობით ღმერთს», საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. კეისმა აშშ გააფრთხილა, რომ ამერიკის მომავალი ძალიან საშინელი იქნება. ქვეყანა არსებობას, თავს დამტყდარი, უამრავი სტიქიური უბედურების გამო შეწყვეტს – თავად დედამიწა უარყოფს ქვეყანას, რომელიც მთელს მსოფლიოს ობობას ქსელივით არის მოდებული. აშშ–ს უამრავი სტიქიური მოვლენა დაატყდება თავს. ხელისუფლება შეეცდება მისი შედეგების აღმოფხვრას და ქვეყანა, მთლიანად ჩაეფლობა შიდა პრობლემების გადაჭრაში. ამასობაში მსოფლიო ლიდერის გამოთავისუფლებულ ადგილს, მისი კონკურენტები დაიკავებენ. გარდა ამისა, კეისი ამბობდა, რომ ХХI–ს პირველ მეოთხედში, აშშ–ში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება და ხელისუფლებას ელიტა გაინაწილებს. პოლიტიკური კრიზისის მიზეზი კი, ისევ და ისევ კატაკლიზმები იქნება: დრამატული ცვლილებები ელოდება ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიას. სანაპირო ზოლი, წყნარი და ატლანტის ოკეანეს წყლის ქვეშ გაქრება, ბევრი მიწა დაიტბორება, ზოგან კი, სიღრმიდან, – ახალი კუნძულები ამოიწევა. ნიუ-იორკს სტიქია დაანგრევს. მაგრამ, პირველ დარტყმას, კაროლინა და ჯორჯია მიიღებს. გაუმართლებს ვირჯინიის, ინდიანას, ილინოისისა და ოჰაიოს მაცხოვრებლებს. სამხრეთ–აღმოსავლეთ კანადაც ხელუხლებელი დარჩება. დანარჩენ ტერიტორიას კატაკლიზმები მოიცავს, რომელთა თავიდან აცილება, შეუძლებელი იქნება. როგორც აღვნიშნეთ, კატაკლიზმები გაანადგურებს ამერიკის უპირატესობას სხვა ქვეყნებზე და 2025 წლისთვის, აშშ-ს ყველა გეგმა ჩაეშლება. სტიქიით დაზარალებული ქვეყნის მართვას, საკუთარ თავზე, ცალკეული შტატის ხელმძღვანელები აიღებენ და ქვეყნის დანაწილება მოხდება. შედეგად, ამერიკის მმართველობას მთელ მსოფლიოზე, ბოლო მოეღება. სხვა ქვეყნები კატაკლიზმები და ანომალიური მოვლენები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც შეინიშნება – უცნაური ფორმის ღრუბლები ბრაზილიაში, ორი მზე, ლონდონის ცაში, გეიზერი მექსიკის უდაბნოს შუაგულში... კეისის ხილვების მიხედვით, ინდოეთი იმის გამო აგებს პასუხს, რომ უზარმაზარი სულიერი ცოდნის მქონე ქვეყანა, – მას პრაქტიკაში არ იყენებს. ხოლო, ჩინეთი – განდეგილობის გამო დაისჯება. არხის სხვა სიახლეები:* სკამი ცარიელი არ იყო – მასზე ღმერთი იჯდა (იგავი)* კარგია, რომ ძველ რომში არ ვცხოვრობთ... – კოჰაბიტაცია და დაპირისპირება 2 ბანაკს შორის* გამოცანა ვაშლებზე – უმრავლესობა ვერ ხსნის (პასუხი აქვს)* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?740 2-ს მოსწონს
|