საზოგადოება პალამენტარი აქუბარდია საზოგადოებას "აბოლებს", როცა უზარმაზარ დანაკარგზე საუბრობს ამერიკიდან დახმარების სახით ქართული ჯარისათვის 10 ივლისი, 12:45 საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ ტელევიზიასთან ერთად შეცდომაში შეიყვანა საქართველოს საზოგადოება, როცა განაცხადა, რომ 50 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკის და საბრძოლო აღჭურვილობის შეჩერებას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება. ესაა კარგად დაგეგმილი და მასაზე გათვლილი დეზინფორმაცია მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით. ჯერ 50 მილიონით არმიას საგრძნობ საბრძოლო ტექნიკას და საბრძოლო მასალას ვერ შემატებ, მეორე რაც გადმოგვცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯარისთვის უფრო საფრთხის შემცველია ვიდრე საჭიროების შემთხვევაში თავდაცვითი ან შემტევი სახის საშუალება. სრული პასუხსისმგებლობით ვაცხადებ: აშშ-ს არაფერი ღირებული ჩვენთვის ამ ხნის მანძილზე არ გადმოუცია, როგორც სტრატეგიული პარნტნიოისათვის. ერთადერთი საბრძოლო საშუალება, რომელიც შედარებით თანამედროვეა და ამასთან ერთად ეფექტურიცაა, ესაა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი, მართვადი სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი", რომლის ახალი მოდიფიკაციაც კი არ გადმოუციათ ჩვენთვის. გადმოგვცეს "ჯაველინის" მოდიფიკაცია, რომლის მოქმედების რადიუსი, უკრაინაში გამოყენებადთან შედარებით მცირეა. გადმოგვცეს სატვირთოები, რომლებიც ვიეტნამის ომის შემდეგ კონსერვაციაზე იდგა და 2008 წელს, გზებზე ეყარა ძრავების გაუმართაობის გამო. გადმოგვცეს ასევე ვიეტნამის ომის დროინდელი ვერტმფრენები UH-1H "იროკეზი", რომლებიც ერთძრავიანებია და მათი ფრენა აშშ-ს შტატების უმეტესობაში დასახლებული პუნქტების თავზე უბრალოდ აკრძალულია უსაფრთხოების დაცვის მიზნით. აღნიშნული ვერტმფრენის ღირებულება სათადარიგო ნაწილებით ღირს 18 მილიონი დოლარი. მარტივი მათემატიკის ცოდნაა საჭირო მიხვდე, რომ 50 მილიონ დოლარიანი დახმარებით 3 ადამის დროინდელ "იროკეზსაც", რომ ვერ ვიყიდით. ალუმინის შენადნობზე დამზადებული "ჰამვი" დიდი ვერაფერი ჯავშანმანქანაა ეკიპაჟის დაცვის კუთხით, მეტსაც გეტყვით ჩვენივე წარმოების დიდგორი ბევრად აღემატება დაცვის კუთხით. ისე, როგორი ცინიზმია შენს მიერი ამოწყვეტილი აბორიგენი ინდიელი ტომების სახელები დაარქვა შეიარაღებას. ვერტმფრენები: "იროკეზი", "ჩინუკი", "აპაჩი". სახმლეთო დანიშნულების, შორი მოქმედების რაკეტა "BGM-109" "ტომაჰავკი". მოგეხსენებათ ტომჰავკი ინდიელების საბრძოლო იარაღი გახლდათ. ასე, რომ ჩემო კარგო ქართველებო და საქართველოს მოქალაქეებო, როცა ოპოზიციური მედია გეტყვით აქუბარდიას მსგავსი "ექსპერტების" პირით, რომ ამერიკიდან მომავალი დახმარება კოლოსალური იყო, იცოდეთ-თქვენ უბრალოდ "გაბოლებენ". ესაა ჩვეულებრივი ფანდი წინასაარჩევნოდ საზოგადოებისათვის-"ნახეთ რას გვიშვება ეს მოღალატე მთავრობა"!!! 161 5-ს მოსწონს |