სხვა წარმოუდგენელი დუბაი: არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფოტოები ნავთობის აღმოჩენამდე 9 ივლისი, 15:55 დღეს დუბაი არის უზარმაზარი მეგაპოლისი, სავსე ცათამბჯენებით, რომელიც უფრო ფუტურისტულად გამოიყურება, ვიდრე დედამიწის ნებისმიერი სხვა ქალაქი. მაგრამ 1833 წელს, როდესაც დუბაი დაარსდა, დასახლება მხოლოდ 800 ადამიანისგან შედგებოდა, ისინი თევზაობითა და მარგალიტის მოპოვებით იყვნენ ძირითადად დაკავებული. ზოგჯერ აქ ბედუინები მოდიოდნენ და პალმებისგან დამზადებულ უბრალო ქოხებს იკავებდნენ. ამ მიმოხილვაში მოცემული ფოტოები გვიჩვენებს ცხოვრებას ამ შესანიშნავ ქალაქში 1950-60-იან წლებში, ნავთობის აღმოჩენამდე. სულ რამდენიმე ათეული წლის წინ - მაგრამ ასეთი საოცარი განსხვავებაა! 207 1-ს მოსწონს
|