სხვა მშობლებმა 17 წლის ქალიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გაყიდეს 2020, 14 თებერვალი, 11:21 როცა ფიქრობ, რომ უკვე 21-ე საუკუნეა, მსოფილიომ განვითარებას მიაღწია სხვადასხვა სფეროებში... და ასეთი რამ მაინც ხდება. სამხრეთ სუდანში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა საკუთარი ქალიშვილი Facebook ზე აუქციონის საშუალებით გაყიდა. გოგონას გამო 6 მამაკაცი “იბრძოდა''. მათ შორის ერთი მაღალჩინოსანიც, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ ოჯახს დიდი ხანია იცნობს და გოგონას მამა შვილს მაშინ ატანდა, როდესაც ის ძალიან პატარა იყო. ახლა კი საცოლის ყიდვას აუქციონით ცდილობდა 250(!) ძროხის საფასურად. თუმცა, გოგონა მაინც მას შეხვდა, ვინც უფრო დიდი გადასახადი გაიღო, კერძოდ კი ვინმე კოკა ალატას, რომელმაც ცოლის მოსაყვანად 500 ძროხა, 3 ავტომობილი და 7.5 ათასი ევრო გადაიხადა. აქვე უნდა აღინოშნოს, რომ ალატას უკვე 9 ცოლი ჰყავდა. ასე და ამგვარად შედგა ადამიანის გაყიდვა სოციალურ ქსელში. ადამიანის უფლებების დამცველები ამ ამბავს აფსურდულს უწოდებენ, თუმცა მხოლოდ “შეშფოთებას'' გამოხატავენ და არაფერს არ აკეთებენ.
1041 1-ს მოსწონს
|