x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები პლასტიკურ ოპერაციამდე და შემდეგ: სელებრითების წარმატებული და წარუმატებელი მაგალითები

image


ის, რომ ვარსკვლავები ეფექტური გარეგნობის მისაღწევად პლასტიკურ ქირურგიას საკმაოდ ხშირად მიმართავენ საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მეტიც, ბევრი ცნობილი ადამიანი გარკვეული პროცედურების ჩასატარებლად ქირურგს სისტემატურადაც სტუმრობს. დღევანდელ სტატიაში მსურს სელებრითების მაგალითზე წარმოგიდგინოთ პლასტიკური ოპერაციების წარმატებული და ნაკლებად წარმატებული მაგალითები. მაშ ასე...




ბელა ჰადიდი

image


ბელა ჰადიდმა რინოპლასტიკა 14 წლის ასაკში გაიკეთა. "Vogue"-თან ინტერვიუში მოდელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ოპერაციას ის ნანობს და აღნიშნა, რომ ეს მის გარეგნობაში ერთადერთი ცვლილება იყო, თუმცა სავარაუდოდ, გოგონა რაღაცას ბოლომდე არ ამბობს. მოდელს, პლასტიკური ქირურგების აზრით, რინოპლასტიკა, მენტოპლასტიკა (ნიკაპის პროექციის გაზრდა იმპლანტის გამოყენებით) და სახის ზედა მესამედისა და წარბების ენდოსკოპიური ლიფტინგიც ჩაუტარდა, რითიც თავის საფირმო "მელიის" მსგავსს მზერას მიაღწია.




კრის ჯენერი

image


კარდაშიან-ჯენერების ოჯახის უფროსმა აღიარა, რომ მისი ქალიშვილის, კიმის მეორე ქორწილამდე მან სახის გადაჭიმვა გაიკეთა. უფრო კონკრეტულად კი, კრის ჯენერმა სახის წრიული ლიფტინგი და SMAS - ლიფტინგი (ეს გახლავათ კანზე ულტრაბგერითი ტალღების ზემოქმედება, რის შედეგადაც არსებული კოლაგენის გასქელება ხდება) გაიკეთა. ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა და სატელევიზიო ვარსკვლავმა რინოპლასტიკა ანუ ცხვირის პლასტიკური ოპერაციაც რამდენჯერმე ჩაიტარა, რის გამოც მისმა ცხვირმა დეფორმირება განიცადა, რაც ახლა უკვე საკმაოდ არაბუნებრივად გამოიყურება.





არიანა გრანდე


image


რინოპლასტიკა, ქუთუთოების ლიფტნგი და ტუჩის შემავსებლები-აი, პოპ-დივას ოპერაციების სრული ჩამონათვალი, თუმცა პლასტიკური ქირურგების აზრით, არიანა გრანდემ სახის ზედა ნაწილის ენდოსკოპიური ლიფტინგი და რინოპლასტიკა გაიკეთა, მისი ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩატარებული მანიპულაციების შედეგად მომღერალს წარბები მაღლა აეწია, რის გამოც მზერა უფრო გაეხსნა და "თოჯინის" ცხვირის ფორმაც შეიძინა.



ანჯელინა ჯოლი


image


მკვეთრი ყვრიმალები - მსახიობის ეფექტური გარეგნობის სახასიათო ნიშანია. ასეთი ყვრიმალები - ლოყის, საღეჭ და ყვრიმალის კუნთებს შორის განთავსებული ცხიმოვანი წარმონაქმნების - ბიშის ცხიმოვანი სხეულის მოცილებით მიიღწევა. მოგვიანებით იგივე პროცედურა მეგან ფოქსმაც გაიკეთა, თუ შეადარებთ ანჯელინა ჯოლის ფოტოებს ახალგაზრდობაში და ახლა შეამჩნევთ მის უფრო განიერ და ნაკლებად "ამოწეულ" ცხვირს, რაც ვარსკვლავის მიერ ჩატარებული რინოპლასტიკის შედეგია.




მეგან ფოქსი

image


ამერიკელ მსახიობსა და მოდელს ასევე არაერთი ჩონჩხი აქვს კარადაში დამალული. მისი ეფექტური გარეგნობის მიღმა მრავალი პროცედურა და ოპერაცია იმალება. მეგანს სახის ამჟამინდელი ნაკვეთების ფორმირებისთვის რინოპლასტიკა, სახის ზედა მესამედისა და წარბების აწევა დასჭირდა.




დონატელა ვერსაჩე


image


ლეგენდარული ჯანი ვერსაჩეს დის სახელი პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლთა საყოველთაო სახელი გახდა. მოდის სახლის ხელმძღვანელს არაერთხელ მიუმართავს ქირურგების მომსახურებისთვის. დონატელა ვერსაჩემ მრავალი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა: მკერდის გადიდება, რინოპლასტიკა, სახის SMAS - ლიფტინგი, თუმცა მისი ამ ოპერაციების შედეგებს ძნელია წარმატებული ვუწოდოთ. შესაძლებელია გართულებები თავად ოპერაციების დროს წარმოიშვა.









0
393
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
393