x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ცნობილი მსახიობები, რომლებმაც პირველი როლი სრულიად შემთხვევით მიიღეს

მსახიობობა არც თუ ისე მარტივი საქმეა, ახალბედა მსახიობებს უწევთ დღეში რამდენიმე ქასთინგზე მუსვლა სანამ მეორეხარისხოვან როლს მაინც მიიღებენ. თუმცა, ბევრმა ცნობილმა მსახიობმა პირველი როლები ბედნიერი შემთხვევის წყალობით მიიღო. ისინი უბრალოდ სწორ ადგილას სწორ მომენტში შენიშნეს. image

1. შარლიზ ტერონი

როდესაც მსახიობმა ამერიკის დაპყრობა დაიწყო (ტერონი სამხრეთ აფრიკიდანაა), ახალ გარემოში ძალიან გაუჭირდა. ერთ დღეს გოგონა მივიდა ბანკში 500 დოლარის ჩეკის გასანაღდებლად, მაგრამ უარი უთხრეს, რადგან დოკუმენტი შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ იყო გაცემული. შარლიზმა ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ისეთი სკანდალი გამოიწვია, რომ დაწესებულებაში ყველას ყურადღება მიიპყრო, მათ შორის იყო კასტინგის აგენტი, გოგონა ქასთინგზე მიიწვია. რამდენიმე თვის შემდეგ მსახიობმა მიიღო როლი ფილმში "სიმინდის ბავშვები 3: ქალაქის მოსავალი" (1994).image

2. ჯონი დეპი

დეპი მოწყენილობის გამო წავიდა ქასთინგზე ფილმისთვის "კოშმარი ელმის ქუჩაზე" (1984 წ.), ის უბრალოდ თავის მეგობარ ჯეკის გაჰყვა. ახალგაზრდა მსახიობის აუდიენციამ რეჟისორ უეს კრეივენზე შთაბეჭდილება მოახდინა და მან როლი ჯონის გადასცა. image

3. ნატალი პორტმანი

11 წლის პორტმანი (მსახიობის ნამდვილი სახელი ნატალი ჰერშლაგია) უბრალოდ პიცას ჭამდა ლონგ აილენდის კაფეში, როდესაც კოსმეტიკური კომპანიის აგენტმა შენიშნა და გოგონა რეკლამისთვის აუდიციაზე მიიწვია. და მიუხედავად იმისა, რომ ნატალი დამოუკიდებლად წავიდა ქასთინგზე ფილმისთვის "ლეონი" (1994) როლისთვის, როგორც ჩანს, სწორედ პიცერიაში შეხვედრამ წააქეზა გოგონა, გამოეცადა თავი დიდ ეკრანებზე.

თავდაპირველად რეჟისორს არ სურდა ნატალის დამტკიცება როლზე, რადგან ის ძალიან ახალგაზრდა ჩანდა. მაგრამ დაახლოებით ორი ათასი მსახიობის ნახვის შემდეგ, რეჟისორი კვლავ დაუბრუნდა პორტმანის კანდიდატურას.image

4. მელ გიბსონი

ავსტრალიელი მელ გიბსონი უცნობი თეატრის მსახიობი იყო. მას ჰოლივუდის დაპყრობის იმედიც კი არ ჰქონდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მეგობარი მიიყვანა აუდიენციაზე ფილმისთვის "Mad Max" (1979), იგი შენიშნა რეჟისორმა ჯორჯ მილერმა. გიბსონს სახე სისხლჩაქცევებითა და ნაკაწრებით ჰქონდა დაფარული, რადგან წინა დღეს ბარში იჩხუბა. მილერმა მსახიობი მიიწვია ქასთინგზე და გადაწყვიტა, რომ ის შესანიშნავი იქნებოდა ბოროტმოქმედის როლისთვის. 2 კვირის შემდეგ გიბსონი მივიდა ქასთინგზე. მისი სახე სრულიად განიკურნა და მსახიობის ბუნებრივი სილამაზის დანახვისას მილერმა გადაწყვიტა, რომ მთავარი როლის ღირსი იყო.image

5. ეშტონ კუტჩერი

კუტჩერი არ აპირებდა მსახიობობას. მისი ოცნება იყო გამოეგონა ცერებრალური დამბლის სამკურნალო საშუალება, რომელიც მის ძმას აწუხებდა. ამიტომ ეშტონი წავიდა აიოვას უნივერსიტეტში ბიოქიმიური ინჟინერიის შესასწავლად. ერთ დღეს მას ბარში სკაუტი მიუახლოვდა და ბიჭი მიიწვია კონკურსში "აიოვას ახალი სახეები". კატჩერი შენიშნეს, ის გახდა მოდელი და სწრაფად მიიღო პირველი როლი სიტკომში "That '70s Show".image

6. მეთიუ მაკკონაჰი

მსახიობის მამა წარმატებული ნავთობის მუშა იყო, მაგრამ შვილს არ სურდა მის კვალზე გაყოლა. მეთიუ კინოზე ოცნებობდა. ერთ დღეს, როცა სვამდა ოსტინის სასტუმროს ბარში, შეხვდა კასტინგის დირექტორს. მან მეთიუ გააცნო რიჩარდ ლინკლეიტერს, რომელიც მსახიობებს ეძებდა ფილმისთვის Dazed and Confused (1993).image


7. ჯეისონ სტეტჰემი

ჯეისონ სტეტჰემი ქუჩაში სამკაულებსა და სუნამოებს ყიდდა, როცა სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა შეამჩნია. მან მომავალი მსახიობი რეჟისორ გაი რიჩისთან მიიყვანა, რომელიც აწყობდა ქასტინგს სადებიუტო ფილმისთვის Lock, Stock and Two Smoking Barrels (1998). აუდიენციის დროს სტეტჰემს სთხოვეს, რეჟისორისთვის მიეყიდა თავისი ერთ-ერთი წვრილმანი და მან არა მხოლოდ წარმატებით დაასრულა ეს დავალება, არამედ მიიღო პირველი როლიც.image

8. დენი ტრეხო

დენი მუშაობდა კრივის მწვრთნელად ერიკ რობერტსთან, რომელიც თამაშობდა პატიმარს ფილმში Runaway Train (1985). სწორედ ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე შენიშნა ტრეხო ანდრეი კონჩალოვსკიმ. დენის არატრადიციულმა პერსონაჟმა მოხიბლა რეჟისორი, რომელმაც პატარა როლის შესასრულებლად მიიწვია.image

9. პამელა ანდერსონი

პამელა იყო ჩვეულებრივი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი კანადაში. ერთ დღეს იგი ფეხბურთის მატჩს დაესწრო, სადაც ოპერატორმა შენიშნა და გოგონა სტადიონის დიდ ეკრანზე აჩვენა. გულშემატკივარი იმდენად აღფრთოვანებული იყო ანდერსონის გარეგნობით, რომ გოგონა მინდორზე გამოიძახეს, რათა ოვაციები მიეღო. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, პამელას აქტიურად იწვევდნენ სარეკლამო გადაღებებსა და ფილმებში. სწორედ ამ ინციდენტმა აიძულა მიეღო პირველი როლი სერიალში "ჩვენი ცხოვრების დღეები".image






0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0