x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩინეთში "მაღალი შვილების" სურვილი მშობლებს დანაშაულისკენ უბიძგებს
image

იყო მაღალი- ნიშნავს სიმპათიურს და წარმატებულს. ეს მარტივი აქსიომა აქტუალურია მრავალი ქვეყნისთვის, გოგონებს უყვართ მაღლები, მაგრამ ჩინეთში სიმაღლისკენ სწრაფვა ამაზრზენი ფორმებს იღებს. ისევე როგორც, გოგოების სწრაფვა სიგამხდრეზე.



ჩინეთში 19 წლის მამაკაცის საშუალო სიმაღლე, 2020 წლის მონაცემებით, 175, 7 სანტიმეტრია. არ არის ცუდი, საკმაოდ ნორმალურია. ზრდასრულებში საშუალო სიმაღლე უფრო დაბალია - 169, 7 სანტიმეტრი.


რატომ არის ეს პრობლემა მწვავე კონკრეტულად ჩინეთისთვის?



სოციალური კონკურენცია, რომელიც ძირითადად ეფუძნება გარეგნობას. სოციალური კონკურენცია ყველგან არის, მაგრამ მხოლოდ ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, ლამაზი და მაღალი ადამიანები, ცხადია, ბევრად მეტ პრივილეგიებს იღებენ დამსაქმებლებისგან.


ბიჭებისთვის კი ეს მნიშვნელოვანია, რადგან პატარძლებზე მწვავე კონკურენციაა და მათ შეუძლიათ აირჩიონ მაღლები და მდიდრები. როგორც გარიკვა, მარტო სიმდიდრე აღარ არის საკმარისი.


მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ 1989 წელს, სოციოლოგმა ლი ინხემ შეისწავლა პარტნიორის მძებნელების 300 განცხადება გაზეთში და დაასკვნა, რომ სხვა კულტურებთან შედარებით, ჩინელი მამაკაცები და ქალები არაპროპორციულად ასახელებენ მომავალი მეუღლის სასურველ სიმაღლეს.

image



ერთ დღეს ჩინელები აჯანყდნენ. ბიჭმა უჩივლა ჩინეთის სახალხო ბანკს ჩენდუში ადმინისტრატორის ვაკანსიის გამო, მოთხოვნა, მამაკაც კანდიდატები 168 სანტიმეტრზე მაღალი უნდ აყოფილიყვნენ, ხოლო ქალი კანდიდატები 155 სანტიმეტრზე მაღალი.


მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი და ბანკმა უბრალოდ ამოიღო ეს სტრიქონები განცხადებიდან.რა თქმა უნდა მოთხოვნა რეალურად ისევ დატოვა.


როგორ გავზარდოთ სიმაღლეში ბავშვი (ძალადობრივი გზით)



ყველა მშობელს სურს შვილების წარმატებული მომავალი, ამიტომ ისინი მათზე ცდებს ატარებენ სხვადასხვა არაადამიანური გზით.


ბოლო 10 წლის განმავლობაში, ადამიანის ზრდის ჰორმონების ჩინელი მწარმოებლის შემოსავალი 100-ჯერ გაიზარდა! მშობლები ამ ჰორმონებს შვილებს ხშირად ურეცეპტოდ აძლევენ. და ეს უბრალოდ აკრძალულია, რადგან არსებითად არალეგალური ჰორმონალური თერაპიაა.

image

უფრო მეტიც, ზრდისთვის განკუთნილი ასეთი აცრები თვეში 10000 იუანი ღირს (დაახლოებით 3800 ლარი !).


მიუხედავად იმისა, რომ " ინექციები სიმაღლის მომატებისთვის" ბავშვის სიმაღლის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური მეთოდია. არსებობს მეორე მეთოდი - არანაკლებ მკაცრი.


დაბლოკე ზრდასრულობა!


არსებობს სასკოლო ასაკის ბავშვებში „ძვლის ასაკის“ შეფასების მეთოდი. ანუ ბავშვს აფასებენ როდის დაიწყება სქესობრივი მომწიფება და მას ბლოკავენ მედიკამენტებით ძვლის სწრაფი ზრდის პერიოდის გასახანგრძლივებლად, რომელიც შენელდება სქესობრივი სიმწიფის დაწყებისთანავე.


ჩინეთის კლინიკები ყოველდღიურად ბავშვთა ძვლების ასეულობით რენტგენს იღებენ.



ხალხური საშუალებები ღარიბებისთვისაა



ღარიბი მშობლები ყიდულობენ კალციუმის ტაბლეტებს, რათა მათმა შვილებმა რეგულარულად მიიღონ ისინი, ასევე შვილები დაჰყავთ გაჭიმვების ვარჯიშებზე და მოითხოვენ, რომ ყოველდღე გააკეთონ აზიდვები. მაგრამ ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია, ჩინელები უფრო მეტად ენდობიან ტრადიციულ მედიცინას.


ყველაზე ცნობილია ბავშვისთვის წიწილის ახალი სისხლის მიცემა. სოფლებში დღესაც, როცა ქათამს კლავენ, ბავშვს ალევინებენ სისხლს, რომ გაიზარდოს.

image

ძნელი დასადგენია, ზუსტად რომელი მეთოდი მუშაობს, მაგრამ ჩინეთი მოსახლეობის საშუალო ზრდის მიხედვით მესამე ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა მსოფლიოში.


მაგრამ სავარუდოდ ჩინელებმა უბრალოდ დაიწყეს უფრო მრავალფეროვანი საკვების ჭამა და ასე რომ, თაობიდან თაობამ დაიწყო ნელ-ნელა სიმაღლეში ზრდა.


0
100
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0