x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ განადგურდა უძველესი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა

თავის დროზე, მსოფლიო, ედგარ კეისი ფენომენალური შესაძლებლობის წყალობით გაიცნო. ამიტომ, მისი გარდაცვალების შემდეგ, ბევრმა სცადა, ამა თუ იმ გზით, მსგავსი ნიჭის განვითარება. მაგრამ, ვერავინ მიაღწია ისეთ წარმატებას, როგორიც კეისს ჰქონდა. თუმცა, იყვნენ ისეთები, ვინც დედამიწის საინფორმაციო ველთან ურთიერთობა და გარკვეული ინფორმაციის მიღება შეძლო. მათ შორის ერთ-ერთმა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ამ ეტაპზე, საკუთარი ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, ჩვენთვის იმის მოეყოლა გადაწყვიტა, თუ რა დაემართა დედამიწაზე არსებულ, ერთ-ერთ განვითარებულ ცივილიზაციას და რატომ გაქრა ის?


image


მისი მტკიცებით, დედამიწაზე წარსულში არსებული ცივილიზაცია, ბევრად აღემატებოდა განვითარების დონით, ტექნიკური შესაძლებლობებით და სამყაროს შესწავლის სურვილით, ჩვენს ცივილიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ რამდენიმე მილიონს შეადგენდნენ, ჩვენი მილიარდებისგან განსხვავებით, უფრო განათლებულები იყვნენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცივილიზაციის განვითარებაში.

ამ ფაქტორმა განსაკუთრებით იმოქმედა მეცნიერებზე, რომლებიც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შორის, უდიდესი პატივისცემით სარგებლობდნენ. მათ შეძლეს იმ პრობლემების უმეტესობის გადაჭრა, რაც ახლა, ხელს უშლის ჩვენს ცივილიზაციას გაერთიანებაში, შემდგომ განვითარებასა და წინსვლაში.

რაღაც მომენტში, მათ დედამიწის ცენტრისკენ, სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად, ექსპედიციების გაგზავნა დაიწყეს და ერთ-ერთი ასეთი ექსპედიციის დროს, იდუმალი კრისტალები აღმოაჩინეს, რომელსაც ინფორმაციის შენახვა შეეძლო. დიდი ხნის მანძილზე, ისინი ახალ მასალას სწავლობდნენ და შედეგად, მათ გაშიფრეს ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც პლანეტის გაჩენის საიდუმლოს ხსნიდა... და ამ ინფორმაციის შესწავლისას, ისინი შოკისმომგვრელ დასკვნამდე მივიდნენ. გაირკვა, რომ რეალურად, ჩვენი პლანეტა ხელოვნურად იყო შექმნილი*

ამ ამბავმა მთელი ცივილიზაცია გააოცა და დააფიქრა, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ არსებობენ იდუმალი შემოქმედნი, რომლებსაც მხოლოდ პლანეტის შექმნა კი არა, მასზე სიცოცხლის განვითარება და კონტროლი შეეძლოთ.

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მეცნიერებმა უცნაური კვანტური ენერგიის პროცესები აღმოაჩინეს, რომელიც ფიზიკური კანონების მიხედვით, არ უნდა ყოფილიყო. ამ აღმოჩენამ დაამტკიცა, რომ სამყაროში არსებობდა უცნობი განზომილება, რომელსაც ენერგიის შთანთქმა შეეძლო. მათ ამ პროცესის უფრო დეტალურად შესწავლა დაიწყეს და გადაწყვიტეს, რომ შემდგომი კვლევებისთვის, მოწყობილობა შეექმნათ, რომელსაც ამ იდუმალი განზომილების, ჩვენს განზომილებასთან დროებით შეეთავსება შესძლებოდა.

მათ დაახლოებით 20 წელი დასჭირდათ, ასეთი მოწყობილობის შესაქმნელად. მაგრამ, როდესაც ის პირველად აამუშავეს, შედეგი მთელმა ცივილიზაციამ შეიგრძნო... მოწყობილობის ჩართვისთანავე, გაჩნდა პატარა პორტალი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე წამი შეძლო არსებობა და დაიხურა. ამიტომ, მეცნიერებმა "იქითა მხრიდან" მონაცემების მიღება ვერ შეძლეს. მაგრამ, სამაგიეროდ, სხვა რაღაც მოხდა...

იმავე დღეს, მზეზე უცნაური აქტივობა დაიწყო, რომელიც არნახული მასშტაბის ქარიშხალში გადაიზარდა. მეცნიერები ნაჩქარევად ცდილობდნენ ყველაფრის გამოთვლას და შემოწმებას და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქმე რაღაც მისტიკური ხასიათის მოვლენასთან ჰქონდათ. მოგვიანებით, მეცნიერებმა გაიხსენეს, სხვა განზომილების გახსნასთან დაკავშირებული ექსპერიმენტი და ეს მოვლენები ერთმანეთს დააკავშირეს...

თუმცა, უკვე გვიანი იყო, რადგან მოვლენებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ, მთელი მზის სისტემა, წარმოუდგენელმა გამოსხივებამ მოიცვა, რომელმაც ცივილიზაციის მიერ შექმნილი მთელი ტექნოლოგია გაანადგურა და მასთან ერთად, პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილიც. გადარჩენა მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს, ერთადერთი თავშესაფრის წყალობით, რომელიც მათი ცივილიზაციის უკანასკნელი დასაყრდენი იყო... და მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გამოსხივება, რომელმაც მზის სისტემა მოიცვა, საშინელი მოვლენების მხოლოდ დასაწყისი იქნებოდა: დედამიწაზე გლობალური ცვლილებები დაიწყო და კლიმატური კატაკლიზმები მოხდა, რომელმაც ცივილიზაციის დარჩენილი ნაწილიც შეიწირა. ასე, რომ, ოდესღაც, დიდი ცივილიზაცია, ისე გაქრა, რომ თავის შემდეგ, არანაირი კვალი არ დაუთოვია...

თუმცა, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, ექსპერიმენტების მსვლელობისას, რომელიც პლანეტის ცენტრისკენ გზის გაყვანას უკავშირდებოდა, მათ დიდი გვირაბები გაჰყავდათ, რომლის აღმოჩენა დღესაც შეიძლება.

გარდა ამისა, წინასწარმეტყველმა აღნიშნა, რომ საინფორმაციო ველში, არ არსებობს კონკრეტიკა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მზის აქტივობა და არის, თუ არა რაიმე კავშირი, გამოსხივებას და იდუმალი განზომილების შესასწავლად, შექმნილ ტექნოლოგიებს შორის.


* ტრადიციულ წარმოდგენას, მზის სისტემის წარმოქმნის და აგებულების შესახებ, უეცრად, «ფეხ ქვეშ» «მიწა შეერყა» და კინაღამ «ჩამოიშალა», როდესაც 2010 წელს, NASA-ას ასტრონომებმა, გედის თანავარსკვლავედში კეპლერ-33-ის პლანეტური სისტემა აღმოაჩინეს.

კეპლერ-33-ის და მზის სისტემის ციური სხეულების პარამეტრები, თითქმის იდენტურია, მნიშვნელოვანი განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ კეპლერ-33-ის პლანეტები, საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ, «სიმაღლის მიხედვით» არიან განლაგებულნი: პირველი მწკრივში, ყველაზე დიდი პლანეტა დგას, შემდეგ – ცოტა პატარა და ა. შ. — სულ პატარამდე. მეცნიერებმა კეპლერ-33 სისტემა ანომალიურად მიიჩნიეს, რადგან ჩვენთან, ყველაფერი სხვაგვარად, ქაოსურად არის: ყველაზე ახლოს მზესთან, პატარა პლანეტებია განლაგებული, ხოლო ყველაზე დიდი — იუპიტერი და სატურნი — ზუსტად შუაში. შემდგომში, — მზის სისტემის მსგავსი, კიდევ 146 სისტემის აღმოჩენის და შესწავლის შემდეგ, გაირკვა, რომ მათში პლანეტები საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ, სწორედ ისე ბრუნავენ, როგორც კეპლერ-33-ში... და მხოლოდ ჩვენი მზის სისტემაა, პლანეტების ქაოსური განლაგებით, ამ საერთო სურათიდან «ამოვარდნილი». შედეგად, გაჩნდა აზრი, მზის სისტემაში პლანეტების ხელოვნურად განლაგების შესახებ. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ამერიკის კონტინენტის უცნობი ცივილიზაცია და არტეფაქტების გაქრობის იდუმალებით მოცული ისტორია

* გაიარეთ ტესტი და გაიგეთ, პროფესიის არჩევაში ხომ არ შეცდით?

* კოღოებისგან თავის დაცვის მარტივი ხერხები და საინტერესო ფაქტები ამ აბეზარა და მავნე მწერის შესახებ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
314
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0